ვარკეთილში გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის მეზობლების ინფორმაციით, ბიჭი მეგობართან იყო სტუმრად, როდესაც ტრაგედია მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტს დაღუპული ბიჭის მეზობლებმა განუცხადეს, მათი ვერსიით, ბიჭი 9-სართულიანი კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა, სადაც ის, სავარაუდოდ, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. მათი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სახურავზე საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს.
დაღუპული მოზარდი 108-ე საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ 108-ე სკოლის ისტორიის მასწავლებელმა, ფიქრია ჯაბანიშვილმა განუცხადა, ის თვითმკვლელობას გამორიცხავს. მისი თქმით, 16 წლის ბიჭი სკოლაში არც ბულინგის მსხვერპლი ყოფილა და პრობლემები არც ოჯახში ჰქონდა.