12, 8 და 4 წლის ბავშვებმა არ იციან ლაპარაკი, ვერ უვლიან თავს - დედის მიერ გაწირული სამი ბავშვი
12, 8 და 4 წლის ბავშვებმა არ იციან ლაპარაკი, ვერ უვლიან თავს - დედის მიერ გაწირული სამი ბავშვი
რუსეთის ფედერაციაში, თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ჩერნში სამი ბავშვი იპოვეს, რომელთა ამბავმა მსოფლიო მოიცვა. ბავშვებმა არ იციან ლაპარაკი, აქვთ გონებრივი ჩამორჩენა და სხვადასხვა დაავადება.

ძმები 12, 8 და 4 წლის არიან. ვერ ლაპარაკობენ, ვერ უვლიან თავს, არ უვლიათ არც ბაღში, არც სკოლაში. 32 წლის ბიჭების დედა დამლაგებლად მუშაობდა და არ უვლიდა შვილებს, ქუჩაშიც კი არ ასეირნებდა. არ ჰქონდათ ნორმალური საკვები, ჰიგიენის საშუალებები, სათამაშოები.

სახლში ანტისანიტარია იყო. ძმებს სხვადასხვა გვარები აქვთ. ბავშვები მოთავსებული არიან სპეციალიზებულ დაწესებულებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, დედასთან დაკავშირებით კი
ჯერჯერობით არ გამოტანილა საბოლოო ვერდიქტი. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ დედობის უფლებას ჩამოართმევენ. 

ჯერ კიდევ მარტში მოსკოვში იპოვეს 5 წლის გოგონა მაუგლი. მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, რადგან სახლიდან ბავშვის გამუდმებული ტირილი გამოდიოდა. გოგონას კისერზე თმის სამაგრი რეზინი ჰქონდა ჩაზრდილი, რომელიც ექიმების ძალისხმევით მოაცილეს. ივნისში ქალს ჩამოართვეს დედობის უფლება. გოგონა მოათავსეს სარიაბილიტაციო ცენტრში.

5716
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები