ფინეთის "საგანმათლებლო სასწაული" და მოსწავლეები უმაღლესი შედეგებით - რა უნდა გადმოვიღოთ ფინური სკოლებიდან?
ფინეთის "საგანმათლებლო სასწაული" და მოსწავლეები უმაღლესი შედეგებით - რა უნდა გადმოვიღოთ ფინური სკოლებიდან?
ფი­ნე­თის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა მსოფ­ლიო მას­შტა­ბით ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლად მი­იჩ­ნე­ვა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქვე­ყა­ნა რე­ი­ტინ­გის სა­თა­ვე­ში ბოლო 40 წე­ლია, იკა­ვებს პო­ზი­ცი­ებს. ეს, რა თქმა უნდა, გა­ნათ­ლე­ბის ძი­რე­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის შე­დე­გია, რაც მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში ახლა ინერ­გე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, შემ­თხვე­ვი­თი არაა, სკო­ლე­ბი თუ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი სა­მო­თხეს რომ წარ­მო­ად­გე­ნენ რო­გორც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის, ასე­ვე მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვი­საც.

რო­გორ ახერ­ხე­ბენ ფი­ნე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ სკო­ლა­ში ცოტა დროს ატა­რე­ბენ, სახ­ლში ნაკ­ლე­ბი და­ვა­ლე­ბა აქვთ და მა­ინც მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო შე­დეგს აღ­წე­ვენ?

ეს კი­თხვა დიდი ხა­ნია აწუ­ხებთ იმ იდე­ო­ლო­გი­ის მიმ­დევ­რებს, რომ­ლე­ბიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ბავ­შვებ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად მეტი უნდა იმე­ცა­დი­ნონ
სკო­ლა­სა თუ სახ­ლში.

ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში (OECD) ამ­ბო­ბენ, რომ მარ­თლაც სა­ო­ცა­რია, თუ რო­გორ ახერ­ხე­ბენ ასე­თი წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვას ფი­ნე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სხვა წევ­რი ქვეყ­ნე­ბის (OECD 35 ქვე­ყა­ნას აერ­თი­ა­ნებს) მოს­წავ­ლე­ებ­თან შე­და­რე­ბით, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლებ დროს ატა­რე­ბენ სკო­ლებ­ში.

ფი­ნეთ­ში სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბი უფრო ხან­გრძლი­ვია, ვიდ­რე სხვა ქვეყ­ნებ­ში. მა­გა­ლი­თად, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მოს­წავ­ლე­ე­ბი შუა ივ­ლი­სამ­დე სწავ­ლო­ბენ, ფი­ნეთ­ში დას­ვე­ნე­ბა 10-11 კვი­რა გრძელ­დე­ბა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტიც, რომ ფი­ნე­ლი ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში სწავ­ლას 7 წლის ასაკ­ში იწყე­ბენ. ეს საკ­მა­ოდ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რად­გან ით­ვლე­ბა, რომ ბავ­შვმა 7 წლამ­დე პე­რი­ო­დი მშობ­ლებ­თან და სხვა ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად უნდა გა­ა­ტა­როს. შე­დე­გად, Programme for International Student Assessment-ის შე­ფა­სე­ბით, ფი­ნე­თი კი­თხვის დო­ნის მაჩ­ვე­ნებ­ლით მე-6 ად­გილ­ზეა, დიდი ბრი­ტა­ნე­თი - კი
23-ზე. მა­თე­მა­ტი­კის რე­ი­ტინ­გში ფი­ნე­თი მე-12 პო­ზი­ცი­ას იკა­ვებს, დიდი ბრი­ტა­ნე­თი - 26-ს.

"ბი­ბი­სი" ფი­ნე­თის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან პუნ­ქტს ავ­რცე­ლებს:

მას­წავ­ლებ­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა

ფი­ნე­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მთა­ვა­რი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი არის ნდო­ბა. მშობ­ლე­ბი ენ­დო­ბი­ან სკო­ლას, რომ ის მი­ი­ღებს სწორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და ბავ­შვებს სკო­ლა­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში საკ­მა­რის გა­ნათ­ლე­ბას მი­აწ­ვდის. ნდო­ბის გა­რან­ტი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მია. ფი­ნეთ­ში მას­წავ­ლებ­ლო­ბა ძა­ლი­ან პრეს­ტი­ჟუ­ლია.

მას­წავ­ლებ­ლე­ბი მხო­ლოდ 4 სა­ათს ატა­რე­ბენ სას­წავ­ლო ოთა­ხებ­ში და პი­რა­დი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სა­ხელ­მწი­ფო უფი­ნან­სებთ და­მა­ტე­ბით 2 სა­ათს კვი­რა­ში. ამავდრო­უ­ლად, ფი­ნეთ­ში იმ­დე­ნი­ვე მას­წავ­ლე­ბე­ლია, რამ­დე­ნიც ნიუ-იორკში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 2-ჯერ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა მე­გა­პო­ლი­სის მაჩ­ვე­ნე­ბელს.
mshoblebi
რაც შე­ე­ხე­ბა ანა­ზღა­უ­რე­ბას, მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი ფი­ნეთ­ში 2008 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, 29 000 დო­ლარს შე­ად­გენს, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში კი - 36,000 დო­ლარს.

მას­წავ­ლებ­ლე­ბი ისე­თი­ვე ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლო­ბენ, რო­გორც ექი­მე­ბი ან იუ­რის­ტე­ბი. სა­ვალ­დე­ბუ­ლო 5 წლი­ა­ნი მა­გის­ტრის დიპ­ლო­მით გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში და სამ­შობ­ლო­სად­მი გა­ღე­ბუ­ლი უდი­დე­სი ღვაწ­ლის­თვის, ისი­ნი ძა­ლი­ან პა­ტივ­სა­ცემ ადა­მი­ა­ნე­ბად ით­ვლე­ბი­ან.

გრძელ­ვა­დი­ა­ნი და­გეგ­მა­რე­ბა

ფი­ნეთ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში 1970-იან წლებ­ში და­ი­წყო. სის­ტე­მა კვლა­ვაც იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობს, რაც მა­შინ და­ი­წყო. შე­და­რე­ბის­თვის, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მიდ­გო­მე­ბი და მე­თო­დო­ლო­გია.

ფი­ნე­თი ხარ­ჯავს 30%-ით ნაკ­ლებს თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლე­ზე, ვიდ­რე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი. მოს­წავ­ლე­ე­ბის 66% უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში აბა­რებს. ეს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია ევ­რო­პა­ში. ამავდრო­უ­ლად, მათი 93% გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას ამ­თავ­რებს, რაც აშშ-სთან შე­და­რე­ბით 17.5%-ით მე­ტია.
mshoblebi
ფი­ნე­თის სკო­ლე­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას სა­ხელ­მწი­ფო აფი­ნან­სებს. მათ სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის აგენ­ტე­ბი მარ­თა­ვენ და არა ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი, სამ­ხედ­რო თუ კა­რი­ე­რის­ტი ლი­დე­რე­ბი.

სტუ­დენ­ტე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიღ­წე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მის 2015 წლის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ფი­ნე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა მე­ხუ­თეა მსოფ­ლი­ო­ში. ქუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ქვე­ყა­ნამ აიღო, არის 531 მეც­ნი­ე­რე­ბა­ში, 526 კი­თხვა­ში და 511 მა­თე­მა­ტი­კა­ში.

ფი­ნუ­რი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის წარ­მა­ტე­ბის მთა­ვა­რი გა­სა­ღე­ბი თი­თო­ე­ულ სტუ­დენტზე მორ­გე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც ყვე­ლა სტუ­დენ­ტის ჩარ­თუ­ლო­ბა­სა და თა­ნას­წო­რო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. სხვა­დას­ხვა სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე სტუ­დენ­ტე­ბის მი­მარ­თვი­ა­ნო­ბა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბა ისე ხდე­ბა, რომ სხვა სტუ­დენ­ტებ­მა ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცი­ან და აღ­ნიშ­ნუ­ლით არც ფერ­ხდე­ბი­ან. მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ჩარ­თუ­ლი არი­ან ფსი­ქო­ლო­გე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბი და სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი მშობ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­თა და თან­ხმო­ბით ხდე­ბა.
mshoblebi

სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბი

ეს არის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი კი­თხვა, რო­მელ­საც ბევ­რი მომ­ხრე და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ჰყავს. ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­კი­თხე­ბის დი­რექ­ტო­რი ან­დრე­ას შლე­ი­ჩე­რი ამ­ბობს, რომ სწავ­ლა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი და­მა­ტე­ბი­თი სა­ა­თი წარ­მა­ტე­ბის გა­რან­ტია. ფი­ნეთ­ში კი სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს ამ­ბო­ბენ: ნაკ­ლებ დრო­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მეტ წარ­მა­ტე­ბას მო­გი­ტანთ. ეს არის ხა­რის­ხი­სა და რა­ო­დე­ნო­ბის ბა­ლან­სის სა­კი­თხი.

2017 წლის აგ­ვის­ტო­ში წა­რად­გი­ნეს ახა­ლი ხედ­ვა, რო­მე­ლიც სას­კო­ლო სის­ტე­მის კი­დევ უფრო დახ­ვე­წას გუ­ლის­ხმობს. ის მო­ი­ცავს: მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას, ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის მენ­ტო­რე­ბის აყ­ვა­ნას, რო­მე­ლიც მათ ციფ­რულ და ახალ პე­და­გო­გი­ურ მიღ­წე­ვებს შე­ას­წავ­ლი­ან. ხაზ­გას­მუ­ლია ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის სა­კი­თხიც. მოს­წავ­ლე­ებ­მა ფი­ზი­კურ ვარ­ჯიშს დღე­ში 1 სა­ა­თი მა­ინც უნდა და­უთ­მონ.

mshoblebi
ფი­ნეთ­ში ბავ­შვს და­ბა­დე­ბი­დან­ვე აძ­ლე­ვენ პას­პორ­ტს და უყუ­რე­ბენ, რო­გორც ქვეყ­ნის სრულ­ფა­სო­ვან მო­ქა­ლა­ქეს.

მშობ­ლებს არ აქვთ უფ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში ბავ­შვს უყ­ვი­რონ - ეს მას ამ­ცი­რებს. ბავ­შვის ცემა კი სო­ლი­დუ­რი ჯა­რი­მით ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ის­ჯე­ბა.

ფი­ნეთ­ში არ არი­ან მი­უ­სა­ფა­რი ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც მშობ­ლებ­მა მი­ა­ტო­ვეს.

სა­ბავ­შვო ბაღ­ში სწავ­ლის უფ­ლე­ბა ყვე­ლა ბავ­შვს 10 თვის ასა­კი­დან აქვს. ბავ­შვთა კვე­ბა ბა­ღებ­ში უფა­სოა.

ჩვე­უ­ლებ­რივ ბა­ღებ­ში შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბიც და­დი­ან. ისი­ნი ცდი­ლო­ბენ არ ჩა­მორ­ჩნენ თა­ნა­ტო­ლებს, რისი წყა­ლო­ბი­თაც ბევ­რი მათ­გა­ნი უკვე ად­რე­ულ ასაკ­ში ახერ­ხებს ფუნ­ქცი­ე­ბის აღ­დგე­ნას.

mshoblebi

6 წლის ასა­კი­დან ბავ­შვს თა­მა­შით აწ­ვდი­ან აუ­ცი­ლე­ბელ ცოდ­ნა­სა და უნა­რებს, რო­მე­ლიც მას პირ­ველ ეტაპ­ზე, სას­კო­ლო პროგ­რა­მის ასათ­ვი­სებ­ლად დას­ჭირ­დე­ბა.

ფი­ნეთ­ში სჯე­რათ, რომ ბავ­შვე­ბი იმ­დე­ნად ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან, რომ სკო­ლამ­დელ ასაკ­ში ბუ­ნებ­რი­ვად უნდა აით­ვი­სონ ორი ენა.

სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის პრინ­ცი­პე­ბი:

  • ყვე­ლა ბავ­შვი თა­ნა­ბა­რია
  • კო­მერ­ცი­ას სკო­ლა­ში ად­გი­ლი არ აქვს
  • სას­კო­ლო წიგ­ნე­ბი და ნივ­თე­ბი უფა­სოა
  • სას­კო­ლო სა­დი­ლი უფა­სოა
  • მოს­წავ­ლე­თა სატ­რან­სპორ­ტო ხარ­ჯებს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი ფა­რავს
  • მას­წავ­ლებ­ლებს ყვე­ლა ენ­დო­ბა
  • ბი­უ­როკ­რა­ტია მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი
  • ფი­ნეთ­ში 9-წლი­ან სკო­ლა­ში არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი სე­ლექ­ცია
mshoblebi
- 1990-იანი წლებ­ში, ფი­ნე­ლებ­მა გა­და­წყვი­ტეს უარი ეთ­ქვათ მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბის მი­ხედ­ვით ჯგუ­ფე­ბად გა­ნა­წი­ლე­ბა­ზე მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია გა­მოც­და­ზე მო­ი­ტა­ნოს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო, წიგ­ნი, მო­ი­ძი­ოს ინ­ფორ­მა­ცია ინ­ტერ­ნეტ­ში. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა და­ზე­პი­რე­ბუ­ლი ტექ­სტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, არა­მედ ის, თუ რო­გორ შე­უძ­ლია მოს­წავ­ლეს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ან ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა და არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­სურ­სის ათ­ვი­სე­ბა.

მეტი სა­ჭი­რო ცოდ­ნა! - უკვე სკო­ლა­ში ფი­ნელ ბავ­შვებს ას­წავ­ლი­ან იმას, თუ რა არის გა­და­სა­ხა­დე­ბი, ბან­კე­ბი, ცნო­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად, სკო­ლა­ში ბავ­შვებს ას­წავ­ლი­ან, რომ თუკი ბე­ბია, დედა ან დე­ი­და მემ­კვიდ­რე­ო­ბას და­უ­ტო­ვებს, მას მო­უ­წევს სხვა­დას­ხვა გა­და­სა­ხა­დე­ბის გა­დახ­და.

კლას­ში ჩარ­ჩე­ნა სა­მარ­ცხვი­ნოდ არ ით­ვლე­ბა, იმი­ტომ რომ სკო­ლის შემ­დგო­მი ცხოვ­რე­ბის­თვის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბაა სა­ჭი­რო.


ყვე­ლა ფი­ნურ სკო­ლა­ში არის პე­და­გო­გი, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლე­ებს სა­კუ­თა­რი მო­მავ­ლის გან­სა­ზღვრა­ში. ის ბავ­შვის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს იკ­ვლევს, მათი გე­მოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის არ­ჩე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა და თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის მო­მავ­ლის სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტებს გა­ნი­ხი­ლავს.

მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ვად მი­დი­ან ასეთ პე­და­გოგ­თან, ისე­ვე რო­გორც ფსი­ქო­ლოგ­თან. ეს ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია, და არა სა­ვალ­დე­ბუ­ლო.


ფი­ნურ სკო­ლებ­ში გაკ­ვე­თი­ლის დროს მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია არ მო­უს­მი­ნოს მას­წავ­ლე­ბელს და და­კავ­დეს თა­ვი­სი საქ­მით. მა­გა­ლი­თად, თუ ლი­ტე­რა­ტუ­რის გაკ­ვე­თილ­ზე მას­წავ­ლე­ბე­ლი აჩ­ვე­ნებს სას­წავ­ლო ფილ­მს, მაგ­რამ მოს­წავ­ლეს არ სურს ფილ­მის ყუ­რე­ბა, მას შე­უძ­ლია აი­ღოს ნე­ბის­მი­ე­რი წიგ­ნი და წა­ი­კი­თხოს. მთა­ვა­რია, ხელს არ უშ­ლი­დეს სხვებს.

მას­წავ­ლებ­ლე­ბის აზ­რით, "მთა­ვა­რია მო­ტი­ვი­რე­ბა და არა სწავ­ლის და­ძა­ლე­ბა"

ყო­ველ­თვი­უ­რად კუ­რა­ტო­რი მშობ­ლებს მოს­წავ­ლის მოს­წრე­ბის ფურ­ცელს უგ­ზავ­ნის. დღი­უ­რე­ბი მოს­წავ­ლე­ებს არ აქვთ. გა­მო­საშ­ვე­ბი გა­მოც­დე­ბი სა­ვალ­დე­ბუ­ლო არაა. სა­კონ­ტრო­ლო და შუ­ა­ლე­დუ­რი გა­მოც­დე­ბის და­ნიშ­ვნა უშუ­ა­ლოდ მას­წავ­ლებ­ლის პრე­რო­გა­ტი­ვაა.
mshoblebi
ფი­ნეთ­ში სა­მო­მავ­ლოდ სკო­ლის სას­წავ­ლო პროგ­რა­მი­დან საგ­ნე­ბის ამო­ღე­ბას გეგ­მა­ვენ. ჰელ­სინ­კის გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის მა­რიო კი­ლო­ნე­ნის გან­ცხა­დე­ბით, სწავ­ლე­ბის მე­თო­დი, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა არის მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი და იგი სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი მხო­ლოდ 1900-იან წლებ­ში იყო. ახლა კი ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა და მოს­წავ­ლე­ებ­თან მო­დერ­ნი­ზე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი უნდა და­ი­ნერ­გოს. მი­სი­ვე თქმით, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი იც­ვლე­ბა და სა­ჭი­როა სწავ­ლე­ბის ახა­ლი მე­თო­დე­ბის შე­მო­ღე­ბა, რათა მოს­წავ­ლე­ებს აზ­როვ­ნე­ბის და გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეთ.

ამ მიზ­ნით იგეგ­მე­ბა სას­წავ­ლო პროგ­რა­მი­დან ყვე­ლა საგ­ნის ამო­ღე­ბა, რომ­ლე­ბიც ჩა­ნაც­ვლდე­ბა სწავ­ლე­ბის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მე­თო­დე­ბით. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მოს­წავ­ლე­ებს აღარ ჩა­უ­ტარ­დე­ბათ მა­თე­მა­ტი­კის, გე­ოგ­რა­ფი­ის ან ის­ტო­რი­ის გაკ­ვე­თი­ლე­ბი. მათი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ში­ნა­არ­სი მა­გა­ლი­თად შე­იძ­ლე­ბა იყოს მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი, მა­თე­მა­ტი­კის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი და ა.შ. ასე­ვე მა­გა­ლი­თად გაკ­ვე­თი­ლი "კა­ფე­ში მუ­შა­ო­ბა", რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტებს ინ­გლი­სუ­რი ენის, ეკო­ნო­მი­კი­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­ის უნა­რე­ბის დახ­ვე­წა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.
mshoblebi
ახა­ლი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც 2020 წლის­თვის ამოქ­მედ­დე­ბა, 16 წლის მოს­წავ­ლე­ებ­ზე იქ­ნე­ბა გათ­ვლი­ლი, რის შემ­დე­გაც მო­ზარდს ექ­ნე­ბა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი და ამის მი­ხედ­ვით აირ­ჩევს პრო­ფე­სი­ას.

ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ახა­ლი კონ­ცეფ­ცი­ის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ე­ბი ცალ­კე­უ­ლი საგ­ნის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე აღარ ის­ხდე­ბი­ან უინ­ტე­რე­სოდ, ვი­ნა­ი­დან ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც მოს­წავ­ლემ იცის რომ ფი­ზი­კა მას მო­მავ­ლის პრო­ფე­სი­ა­ში არ სჭირ­დე­ბა, ამ სა­გან­ზე დროს ტყუ­ი­ლად ხარ­ჯავს. ამის ნაც­ვლად, მათ სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ გა­მო­ი­მუ­შა­ვონ სხვა­დას­ხვა უნა­რი და გა­მოკ­ვე­თონ სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბი, რო­მელ­საც სა­მო­მავ­ლოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ.

ფი­ნე­თის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ასე­ვე დიდ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევს გუნ­დურ მუ­შა­ო­ბას, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ იქ მოს­წავ­ლე­ე­ბი პრო­ექ­ტებ­ზე ცალ­კე არ მუ­შა­ო­ბენ, ისი­ნი მცი­რე ჯგუ­ფებ­ში სწავ­ლო­ბენ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზე­ბის პოვ­ნას.

ჰელ­სინ­კის მას­წავ­ლე­ბელ­თა 70%-მა ახა­ლი სის­ტე­მის­თვის მზა­დე­ბა უკვე და­ი­წყო.
mshoblebi
918
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები