მუსიკოსი გიორგი გვარჯალაძე ნაადრევად გარდაცვლილი გოგონას შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
"რაც დრო გადის უფრო მძიმე ხდება:
გაღვიძება,
მომავალზე ფიქრი,
გადმოცემა, თუ რას ვგრძნობ,
აღქმა, რომ ფიზიკურად ვარსებობ,
ცრემლების შეკავება,
ჭამა (შენ მიწაში წევხარ და მე ვჭამ?)
საერთოდ ნებისმიერი რამის კეთება - რა ინტერესი უნდა მქონდეს? შენ აღარ ხარ, დაღლილი ინერციით ვაგრძელებ ცხოვრებას.
ნინიზე და ქეთიზე ზრუნვა, დაბრედილი ვარ, ვერ ვზრუნავ.
ბევრი ვისწავლე შენგან დიდი განსაცდელის ფასად,
რაში მჭირდება ეს ცოდნა, უარეს განსაცდელში რომ არ მოვხვდე?
ცოტა მაინც დამეხმარე თუ არსებობ..."