სიახლეებიკალეიდოსკოპი
14 წლის გიორგი, რომელმაც მოხუცებულთა დასახმარებლად 40 ათასი ევრო შეაგროვა
14 წლის გიორგი, რომელმაც მოხუცებულთა დასახმარებლად 40 ათასი ევრო შეაგროვა
ფოტოგრაფმა და ჟურნალისტმა გოგა ჩანადირმა კიდევ ერთი საინტერესო და კარგი ადამიანი წარუდგინა საზოგადოებას:

"იცნობდეთ 14 წლის გიორგი ვენკოს.
მან სკოლაში საქველმოქმედო აქციაზე, ასევე, მსოფლიოს მასშტაბით, 40 ათასი ევრო შეაგროვა და ბროწლიანის სათნოების სახლს მოახმარა. წყალი გაუყვანა და სახურავი გამოუცვალა.
წარმოგიდგენიათ? თანაც, მან ეს 12-13 წლის ასაკში მოახერხა.
მიდგა, მოდგა, ვის აღარ მიმართა, საქველმოქმედო კონცერტიც გამართა და აი, ასე, ამდენ ადამიანს პირობები გაუუმჯობესა.
გიორგიმ საქველმოქმედო ფონდიც შექმნა - ,,დავეხმაროთ საქართველოს". არაერთი იდეის გახორციელებას აპირებს.
ის დედით ქართველია, მამით - ამერიკელი. ჰოლანდიაში
ცხოვრობს. დედისგან სწორედ იქ გაიგო ბროწლიანის პრობლემაზე.
მისი 2-3 წლით უფროსი ძმა ლევანიც ქველმოქმედია. ის წნორის მოხუცთა თავშესაფარს ეხმარება.
ასაკს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს მოტივაციას, მიზანდასახულობას, ადამიანების სიყვარულს.
დიდი მადლობა, გიორგი!"
ბეჭდვა