"ძა­ლი­ან ხა­ლი­სი­ა­ნი ბავ­შვი იყო, ახ­ლაც შოკ­ში ვართ, ვფიქ­რობ, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და" - ახალი დეტალები ვარკეთილში გარდაცვლილ 16 წლის მოზარდზე - მშობლები

"ძა­ლი­ან ხა­ლი­სი­ა­ნი ბავ­შვი იყო, ახ­ლაც შოკ­ში ვართ, ვფიქ­რობ, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და" - ახალი დეტალები ვარკეთილში გარდაცვლილ 16 წლის მოზარდზე

2019-09-24 11:50:16+04:00

ვარ­კე­თილ­ში გარ­დაც­ვლი­ლი 16 წლის მო­ზარ­დის მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბიჭი მე­გო­ბარ­თან იყო სტუმ­რად, რო­დე­საც ტრა­გე­დია მოხ­და. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენტს და­ღუ­პუ­ლი ბი­ჭის მე­ზობ­ლებ­მა გა­ნუ­ცხა­დეს, მათი ვერ­სი­ით, ბიჭი 9-სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის სა­ხუ­რა­ვი­დან გად­მო­ვარ­და, სა­დაც ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სა­ხუ­რავ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ა­ტა­რეს.

და­ღუ­პუ­ლი მო­ზარ­დი 108-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლე იყო. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" 108-ე სკო­ლის ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბელ­მა, ფიქ­რია ჯა­ბა­ნიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ის თვით­მკვლე­ლო­ბას გა­მო­რი­ცხავს. მისი თქმით, 16 წლის ბიჭი სკო­ლა­ში არც ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი ყო­ფი­ლა და პრობ­ლე­მე­ბი არც ოჯახ­ში ჰქონ­და.

"ოჯახ­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ ჰქონ­და. ორი სტუ­დენ­ტი და ჰყავ­და. ძა­ლი­ან ხა­ლი­სი­ა­ნი ბავ­შვი იყო. რა მოხ­და, არ ვი­ცით, ახ­ლაც შოკ­ში ვართ. ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლი ვართ. მე ვფიქ­რობ, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და. 27 სექ­ტემ­ბერ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვა­ტა­რებ­დით ღო­ნის­ძი­ე­ბას, პერ­ფორ­მან­სი უნდა გვქო­ნო­და და ისიც აპი­რებ­და აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას", - აცხა­დებს მას­წავ­ლე­ბე­ლი.

ვარ­კე­თილ­ში, მე­სა­მე მა­სივ­ში, მა­ღა­ლი სარ­თუ­ლი­დან 16 წლის ბიჭი გად­მო­ვარ­და და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.