დღეს თბილისში კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა - საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს 20 წლის გოგონა, ქრისტინა ბაბლუანი. წინასწარი ვერსიით, გოგონამ თავი ჩამოიხრჩო.
გოგონა "პირველ არხზე" ერთ-ერთ გადაცემაში სტაჟიორად მუშაობდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.