ბავშვის გაჩენის შემდეგ ძალიან რთულია ძველი ფორმების დაბრუნება, შემდეგ სამსახურში გასვლა, ყველაფრისთვის დროის გამოყოფა და ამავდროულად ფორმაში ყოფნა. ეს ნამდვილად სუპერგმირის ქმედებებს უტოლდება, სწორედ ამიტომ დღეს ვისაუბრებთ მთავარ წესებზე, თუ რა უნდა გაითვალისწინოს ყველა ქალმა იმისათვის, რომ არ გადაიქცეს მოსაწყენ დიასახლისად.
იყავი ის, ვინც იყავი
დიახ, დედა გახდი, გაჩნდა ბევრი პრობლემა, ვალდებულება და პასუხისმგებლობა, მაგრამ შენ უწინდებურად რჩები ლამაზად და ძალიან მაგარ გოგოდ, ამიტომ არ დაივიწყო ეს არასდროს, დარჩი ისეთი როგორც ამ ეტაპებამდე იყავი.
ინსპირაცია შვილებში ეძებე
იყავი მათთვის მისაბაძი, იმუშავე სრულყოფაზე და გააკეთე ყველაფერი, რითაც ისინი იამაყებენ შენი შემხედვარე. მერწმუნე - ბავშვები საუკეთესო მოტივაციაა იმისათვის, რომ საკუთარი თავის ყველაზე კარგი ვარიანტი შექმნა.
არ დაივიწყო საყვარელი საქმე
როგორ უხეშადაც არ უნდა ჟღერდეს, ბავშვები ყოველთვის საკმაოდ კომფორტული მიზეზია იმისათვის, რომ მათ გადააბრალო დროის უქონლობა და ის რომ საკუთარი თავისთვის ვერ იცლი. სინამდვილეში, უბრალოდ შენი განრიგის ორგანიზება გჭირდება. რა თქმა უნდა, პირველი თვეები ძალიან რთული იქნება მითუმეტეს თუკი ბავშვი ახალი გაჩენილი გყავს, თუმცა თვეების მატებასთან ერთად იმუშავე საკუთარი განრიგის შედგენაზე, სადაც ერთი საათი აუცილებლად მხოლოდ შენი თავისთვის უნდა გქონდეს გამოყოფილი.
განაგრძეთ კითხვა