50 პროდუქტი მომხმარებლის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე შეირჩა. ჩამონათვალში მოხვდა როგორც საბავშვო, ასევე კლასიკური და თანამედროვე ლიტერატურა, აქსესუარები, სამაგიდო თამაშები და საკანცელარიო ნივთები. რამდენიმე მათგანს აქვე წარმოგიდგენთ.
- მარგარეტ ეტვუდის "მხევლის წიგნი", რომელზე გადაღებული სერიალიც მთელ მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.
- გრიგოლ რობაქიძის ხუთი რომანი - ქართული მწერლობის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენლის ერთ წიგნში თავმოყრილი ხუთი რომანი, მათ შორის, "გველის პერანგი".
- ელიფ შაფაქის "სტამბოლელი ნაბიჭვარი", რომელიც გამოსვლის დღიდან უდიდესი პოპულარობით სარგებლობს და მწერლის ერთ–ერთ გამორჩეულ რომანად ითვლება.
- კეტრინ სტოკეტის "მოსამსახურე" - მსოფლიო ბესტსელერი, რომელიც აუცილებლად დაიკავებს ღირსეულ ადგილს თქვენს წიგნების თაროზე.
- ბრაიან ტრეისის "შეჭამე ბაყაყი" - ამერიკელი ბიზნესკონსულტანტისა და მენეჯმენტის გურუს ეს წიგნი მალევე იქცა ბესტსელერად. ამ წიგნში ეფექტიანი მართვისათვის საჭირო პრაქტიკულ რჩევებს ამოიკითხავთ.
ფასდაკლებულ პროდუქტთა სიაში არაერთი საბავშვო წიგნი და აქსესუარი მოხვდა: "ჩემი პირველი სიტყვები" პატარებისთვის მშვენიერი საჩუქარი იქნება და წინ ათობით ახალ სიტყვას გადაუშლის. სამაგიდო თამაშები (შაში, ბინგო, ჭადრაკი...) კი ბავშვების გონებრივი და ინტელექტუალური განვითარებისთვის იდეალური არჩევანია.
ასევე, გაგახარებთ ბლოკნოტების მოყვარულებს. 5 ლარის ფარგლებში თქვენს კოლექციას ორიგინალური დიზაინის
ასე რომ, იჩქარეთ. 50%-იანი ფასდაკლებით სარგებლობას "ბიბლუსის" სამოცივე ფილიალში 30 სექტემბრის ჩათვლით შეძლებთ.
ფასდაკლებული პროდუქტების სია იხილეთ ბმულზე
R