7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდა
7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

განაჩენი გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ გამოაცხადა.

განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდა თავად არასრულწლოვანი ბრალდებული და ასევე მოკლული ჩვილის მამა და მისი ნათესავები.

ბრალდებულის ახლობლები განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებიან.

ბრალდებულის ყოფილი მეუღლე და მისი ნათესავები სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. გარდა ამისა, არ გამორიცხავენ, რომ შვილის მკვლელობისთვის ბრალდებულისთვის ამგვარი მცირე სასჯელის შეფარდება საქართველოს პარლამენტის წინ გააპროტესტონ.

შეგახსენებთ, სამართალდამცავებმა კასპის
მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი დედა 21 მაისს დააკავეს.
"ინტერპრესნიუსი"

1980
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (8)
წინა კომენტარის ავტორს
0
შენ ეტყობა წაკითხულიდან აზრის გამოტანა არ შეგიძლია!!! მე არ ვამართლებ მკვლელობას!!! არც მაგ გოგონას განთავისუფლებას ვითხოვ!!! უბრალოდ, ვამბობ, რომ ამ ისტორიაში მკვლელობის გარდა სხვა სისხლის სამართლის დანაშაულიც არის მეთქი!!! მეხუთედ გეუბნები, გადაშალე სისხლის სამართლის კოდექსი და წაიკითხე, რომ 16 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალური ურთიერთობა დასჯადია!!!!!!!!!!! და არ აქვს მნიშვნელობა, ეს ყოველივე ნებაყოფლობით მოხდა თუ ძალადობით!!!! გაიგე ბოლოს და ბოლოს!!!!!!!! ეს კანონია!!! რომელიც წესით სისრულეში უნდა იყოს ხოლმე მოყვანილი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, თუ როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, ეს ძალიან ხშირად ვერ ხერხდება. ვიღაცეები თუ ქმნიან ამ ასაკში "ოჯახს", ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, უბრალოდ შესაბამის ორგანოებში არავინ აცხადებს ამას, არც წყვილის მშობლები, არც მეზობლები და არც ნათესავები. რატომ? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქვის ხანის მენტალიტეტის გამო, გაუნათლებლობის გამო, იმის გამო, რომ ჰგონიათ, რადგან გოგონა და ბიჭი საკუთარი ნებაყოფლობით "დაოჯახდა" ასეთ ასაკში, ეს დანაშაული არ არის!!! არადა, როგორც წეღან ავღნიშნე, 16 წელს მიუღწეველ პირთან სექსუალური ურთიერთობა ყველა შემთხვევაში დასჯადია, ნებაყოფლობით ხდება ეს თუ არა!!!! ამაზე გასაგებად როგორ აგიხსნა???? ადათებით და ტრადიციებით აპელირება კი ძალიან პრიმიტიული არგუმენტია. "ატეხილ" თინეიჯერებს რაც შეეხებათ, მას შემდეგ, რაც 16 წელს მიაღწევენ, კანონით მათ უფლება აქვთ სექსუალური ცხოვრებაც ჰქონდეთ, ოჯახიც შექმნან და შვილებიც გააჩინონ!!! გასაგებია??? ეს მათი პირადი გადასაწყვეტია ოფიციალურად შექმნიან ოჯახს თუ არა, რამდენი პარტნიორი ეყოლებათ და ა.შ. "ოჯახის შექმნის დავალდებულება"-ს რაც შეეხება, ვის აქვს უფლება ვინმე დაავალდებულოს ოჯახი შექმნას?! რომელ საუკუნეში ვართ???? ასე რომ ავალდებულებენ მშობლები შვილებს, ხშირ შემთხვევაში იმიტომაც აქვთ ჩვენთან კარგი ოჯახები ახალდაქორწინებულებს!!! არავის აქვს უფლება ჩაერიოს სხვის პირად ცხოვრებაში: არც დედას, არც მამას, არც ბიცოლას და არც მეზობელს. რჩევა კი ბატონო, მაგრამ დავალდებულება, იძულება... რა აღმოსავლურ დესპოტიაში ვცხოვრობთ? შენ კი, მეგობარო, კიდევ ერთხელ გირჩევ, ცოტა რაღაც წაიკითხე, ძალიან დაბალ ნიშნულზე გაქვს განათლება, მსოფლმხედველობა, კანონების ცოდნა. ვცდილობ მარტივი ენით გაგაგებინო, მაგრამ სამწუხაროდ, მაინც არ გესმის!
17:57 / 29-09-2019
2
Modit raaa.naxevari saqartvelos mag asakshi aqvs ojaxi sheqmnili magram shvilebi ar dauxociat.qalma shvili mokla da qmris dacheras itxovt?!zalit caikvana ?moitaca? Da ramdeni voci kide gogoebi gaiparnen shekvarebultan da cxivroben nebakoplobot magram xels ver aceren opizialurad arasrulclovnebis gamo arada bavshvic kavt ukve. Qmris ddanashauleba mkvlelobastan ra mosatanoa? 16 clisam ukve icis bevri ram cxivrebis man shegnebulad mokla da ara imitom rom tutici bavshvi iko.!
16:29 / 29-09-2019
მსგავსი სიახლეები