"ლიბერთინსის" წიგნებზე დიდი ფასდაკლება გრძელდება
"ლიბერთინსის" წიგნებზე დიდი ფასდაკლება გრძელდება
"ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში "ლიბერთინსის" წიგნებზე 30%-იანი ფასდაკლება გრძელდება. კვირეული, რომლის ფარგლებშიც, მკითხველს კიდევ უამრავი სიურპრიზი ელის, 6 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

25 სექტემბერს, კვირეულის ფარგლებში, რეიჩელ ლიპინკოტის წიგნის "ორი ნაბიჯი შენამდე" წარდგენა გაიმართა.

30 სექტემბერს, 17:00 საათზე კი "ბიბლუსი გალერეაში" (თბილისი, კანდელაკის #7) იმავე სახელწოდების ფილმის ჩვენება გაიმართება. ღონისძიების განმავლობაში, წიგნის შეძენას მკითხველი 20%-იანი ფასდაკლებით, საქართველოს მასშტაბით, "ბიბლუსის" ყველა მაღაზიაში შეძლებს.

"ლიბერთინსის" კვირეულის ფარგლებში, 27 სექტემბერს "ბიბლუსი გალერეაში" (თბილისი, კანდელაკის #7) პროექტ "ლიბერთინსის" წევრებთან შეხვედრაც გაიმართება. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ელით გათამაშება
და 40%-იანი ფასდაკლება წიგნებზე - ლი ბარდუგო "ყვავების ექვსეული"; ბეკა ფიცპატრიკი - "ფინალი".
mshoblebi
"კვირეულის განმავლობაში, ისეთ გამოცემბზეა ფასდაკლებები, რომლითაც, ვფიქრობ, ყველა თინეიჯერი დაინტერესდება. ასეთი რამ ხშირად არ ხდება. მეც აუცილებლად შევიძენ მეგობრებისთვის რამდენიმე წიგნს." - ტასო დევდარიანი, პროექტ "ლიბერთინსის" ერთ-ერთი წევრი.

შეგახსენებთ, რომ 50%-იანი ფასდაკლება იქნება ქუთაისის ბიბლუსის მაღაზიებში 26 სექტემბერს შემდეგ წიგნებზე: რეი ბრედბერი - "ბოროტი მოდის"; რეინბოუ რაუელი - "ელინორი & პარკი"; ერნესტ კლაინი - "პირველი მოთამაშე, მოემზადე"

1 ოქტომბრიდან - 6 ოქტომბრის ჩათვლით კი, კვირეულის ფარგლებში, 30%-იანი ფასდაკლება იქნება "ლიბერთინსის" აქსესუარებზე ბიბლუსის მთელს ქსელში.

2 ოქტომბერს თბილისის "ბიბლუსი გალერეაში" (კანდელაკის #7) გაიმართება მარკუს ზუზაკის წიგნების "თიხის ხიდისა" და "წიგნის ქურდის წარდგენა", რომლის
ფარგლებშიც, "ბიბლუსის" 30-ლარიანი და 50-ლარიანი ვაუჩერები გათამაშდება.
208
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები