ირინა შეიკისა და ბრედლი კუპერის დაშორებამ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ყველა ლაპარაკობდა კუპერისა და ლედი გაგას რომანზე, რომელიც "ვარსკვლავის დაბადების" გადაღებებზე დაიწყო. როგორ დასრულდა ეს ისტორია ან დასრულდა თუ არა?
რამდენიმე თვის განმავლობაში ბრედლი კუპერი და ლედი გაგა ურთიერთობის დამალვას ცდილობდნენ, მაგრამ სიმართლე მაინც გამჟღავნდა. მათ შორის გრძნობა ფილმის გადაღების დროს გაჩნდა. "იმ დროს არანაირი ეჭვი აღარ არსებობდა, ლედი გაგა ყურებამდე იყო შეყვარებული ბრედლიზე", - ამბობენ მომღერლის მეგობრები.
ივლისში, როდესაც ირინა შეიკი ბრედლი კუპერის სახლიდან წავიდა, ლედი გაგა იქ გადავიდა საცხოვრებლად. მომღერალმა ინტერიერიც კი შეცვალა და ახალი ავეჯი შეუკვეთა - აცხადებენ მსახიობის ახლობლები.
ლედი გაგას მეგობრები დარწმუნებულები იყვნენ, რომ კუპერი მისთვის ხელის თხოვნას აპირებდა და უკვე საქორწინო ბეჭედს ეძებდა მომღერლისთვის. უცნობია, მათ საიდან გაიგეს ამის შესახებ, თუმცა მოვლენები ასე არ განვითარდა.
"ეს იყო ვნება, მაგრამ არა სიყვარული", - წერს ერთ-ერთი ჟურნალი ბრედლი კუპერისა და ლედი გაგას ურთიერთობაზე.
მომღერალმა აღიარა, რომ ბრედლი კუპერმა მას "გული გაუტეხა", ბოლო მომენტში სერიოზული ურთიერთობა გადაიფიქრა და მიატოვა. როგორც ჩანს, ლედი გაგა მასზე სერიოზულად ფიქრობდა. სცადა კუპერის ეჭვიანობა და საზოგადოებაში დენ ჰორტონტან ერთადაც გამოჩნდა, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო.
ზოგი ფიქრობს, რომ ბრედლი კუპერი გაურბის პასუხისმგებლობას და ჯერ კიდევ არ არის მზად სერიოზული ურთიერთობისთვის, ზოგი კი მიიჩნევს, რომ ირინა შეიკთან დაშორების შემდეგ, პრესის ყურადღებას გაურბის. საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები, რადგან არსებობს ეჭვი, რომ მსახიობს ჯერ კიდევ არ დაუსრულებიაა ლედი გაგასთან ურთიერთობა.
ირინა შეიკი და მისი ქალიშვილი ერთ-ერთ ყველაზე მოდურ დედა-შვილად დაასახელეს