ცნობილმა ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთხელ ისახელა თავი და ასახელა ქვეყანა. ამჯერად ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ატაცში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა - მან 220-კილოგრამიანი შტანგა აიტაცა. აქამდე რეკორდი 218 კგ იყო, რომელიც ასევე ლაშას ეკუთვნოდა.
ტიტულოვანი სპორტსმენისთვის ეს კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა. მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი ამ სიხარულს კოლეგებთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებსა და გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნავს.
როგორც ცნობილია, 25 წლის ლაშას მეუღლე და ერთი ქალიშვილი ჰყავს. მისი მისი რჩეული ანა დემურიაა, რომელიც ბათუმში გაიცნო და მალე დაქორწინდა კიდეც: "გოგო პირველ რიგში გარეგნულად უნდა მომეწონოს, მისი ხასიათით მერე ვინტერესდები. ტიპური ქართველი მამაკაცი ვარ, ტრადიციების მოყვარული და დამცველი. ურთიერთობაში მთავარი გაგებაა. როცა ვიცი, შეყვარებული ჩემს სურვილებს ითვალისწინებს, ძალიან მიხარია. ეს გოგო სწორედ ამის გამო შემიყვარდა. რთული რეჟიმი მაქვს, მაგრამ ამას გაგებით ეკიდება", - ამბობდა მაშინ ლაშა.
ამ წლის მარტში ლაშა და ანუკი მშობლები გახდნენ. მათ გოგონა შეეძინათ, რომელსაც მარიამი დაარქვეს.