მაიკლ ჯექსონის პირადმა დაცვამ გაამხილა, თუ რატომ ჰქონდა მომღერალს სახე პირბადით აკრული
მაიკლ ჯექსონის პირადმა დაცვამ გაამხილა, თუ რატომ ჰქონდა მომღერალს სახე პირბადით აკრული
მაიკლ ჯექსონს ბოლო პერიოდში რა აღარ დააბრალეს. ალბათ ვეღარასოდეს გავიგებთ, რა სიმართლეა და რა ჭორი. თუმცა ახლახან მისმა პირადმა მცველმა კიდევ ერთი საიდუმლო გაამხილა პოპის მეფეზე.
mshoblebi
mshoblebi
Metro-ს გამომცემლობასთან ინტერვიუში განაცხადა, თუ რატომ ატარებდა ჯექსონი სახის ნიღაბს და ცხვირზე პლასტირს. ასევე მოყვა, თუ როგორი იყო მომღერალი რეალურ ცხოვრებაში. მეტ ფიდსი ირწმუნება, რომ ახსნა ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი აქვს: პოპის მეფეს ეშინოდა, პოპულარობა არ დაეკარგა. "მან იცოდა, როგორ უნდა მოეხდინა მანიპულაცია ჟურნალისტებზე და როგორ მოხვედრილიყო პირველ გვერდებზე. შემთხვევების 90%-ში ეს მეთოდი მუშაობდა,
განსაკუთრებით, მისი საყვარელი ხრიკი იყო პლასტირი სახეზე", - ამბობს პირადი მცველი.
mshoblebi
mshoblebi
"ჯექსონს სურდა, რომ მისი ცხოვრება დიდ გამოცანად დარჩენილიყო მსოფლიოში", - თქვა მეტ ფიდსმა. მისი სიტყვებით, როდესაც მასზე არ იყო მიმართული კამერები, ის არ იკეთებდა მაკიაჟს და არც ცხვირზე იკრავდა რამეს: "უბრალოდ იყო ნორმალური ბიჭი". მაგრამ როგორც კი პოპ-ვარსკვლავი ემზადებოდა მაყურებელთან შესახვედრად, მაშინვე მიმართავდა ზემოთ აღწერილ მეთოდს.
mshoblebi
mshoblebi
mshoblebi
ჟურნალისტები ვერ უძებნიდნენ ახსნას, თუ რას ემსახურებოდა მისი ხრიკები. მაიკლს კი ეს უფრო პოპულარულს ხდიდა.

ფიდს სრულ აბსურდად მიაჩნია მის მიმართ ბოლოდროინდელი ბრალდება მოზარდებთან დაკავშირებით. "მას ჰყავდა მეგობარი გოგონები და კანონიერი მეუღლე - ლიზა მარია პრესლი, აი, ეს იყო მისი ცხოვრების რეალობა", - ამბობს ფიდსი. ასევე ის ირწმუნება,
რომ მაიკლი ვერ გაატარებდა დროს არასრულწლოვან ბიჭებთან ერთად ნევერლენდში, რადგან იქ არც იმყოფებოდა.
32585
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
Liza
5
მაიკლ ჯექსონი იყო მოვლენა მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში. არც პედოფილი იყო და არც გიჟი. მისი ბიოგრაფია უნდა წაიკითხონ რომ გაიგონ რაოდენა სასწაული მოევლინა ამ პლანეტას.
21:27 / 30-09-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი