შვილის სიკვდილის გაგების შემდეგ, 18 წლის ბიჭის დედამაც თავი მოიკლა - სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტა.
ბიჭის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად ინტერნეტთამაში "ლურჯი ვეშაპი" სახელდება. 18 წლის ბიჭმა წყალტუბოს ნომერ პირველი საჯარო სკოლა გასულ წელს დაამთავრა. სკოლის დირექტორის ფაქიზო ფანჩულიძის ინფორმაციით, გარდაცვლილი კარგი მოსწავლე იყო, თუმცა ბოლო წელს გულჩათხრობილი გახდა და სკოლაში იშვიათად დადიოდა.
მისივე ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა სახლში ფურცელი იპოვეს, სადაც ეწერა გარდაცვალების დღე და ადგილი. მისი თქმით, ეს ინტერნეტ თამაშის ვერსიას ამყარებს.