დიდი კომპოზიტორი, გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა... წავიდა ყვითელი ფოთლებით დაფარული თბილისიდან. მისმა სამწუხარო ამბავმა ყველას გული დასწყვიტა. გთავაზობთ გამოხმაურებას:
პაატა ბურჭულაძე:
მსოფლიო მნიშვნელობის კომპოზიტორი და პიროვნება... ბედნიერი ვარ, რომ მისი ნაწარმოებების შესრულების პატივი მხვდა წილად. გია ყანჩელმა შექმნა საკუთარი სტილი და ხელწერა მსოფლიო სიმფონიურ მუსიკაში, განუმეორებელი იყო მისი კინოსა და თეატრისთვის შექმნილი მელოდიები. ყველაზე მთავარი კი ის გახლდათ, რომ გია ყანჩელი იყო დიდი პიროვნება და უკომპრომისო ყოველგვარი უსამართლობის წინაშე. "სიჩუმის მაესტრო" მთელმა სამყარომ დაკარგა, ნათელი მის ხსოვნას... ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მთელ ქვეყანას.
ნინო სურგულაძე:
მშვიდობით, დიდო მაესტრო!!! მადლობა ყველაფრისთვის!
პატივი იყო თქვენთან როგორც შემოქმედებითი ასევე უბრალოდ, ურთიერთობა!!!
ღმერთმა გაანათლოს თქვენი უკვდავი სული!
სიყვარულით!
სოფო ნიჟარაძე:
გენიოსები არ მიდიან, მუდამ ჩვენთან რჩებიან.
მანანა მანჯგალაძე:
ვერ ვიხსენებ ამ ბოლო დროს, ვინ იყო ისეთი, ვინც სიცოცხლეში არ ვლანძღეთ, ყველაფერი არ დავივიწყეთ, რაც აკეთა და არ გადავუსვით ხაზი ერთი ხელის მოსით, ტალახი არ ვესროლეთ... არც გაყიდულა, არც მიყიდულა, არც პრინციპებისთვის უღალატია, არც საქმისთვის, არც არავის სახედ ქცეულა. თურმე შეიძლება. გია ყანჩელი აღმოჩნდა მგონი გამონაკლისი. გია ყანჩელად დარჩა.
გია მურღულია:
ღმერთი ხანდახან თავისი მიუწვდომელი და იდუმალი წიაღიდან უცნაურ სინათლეს გამოაჩენს, რომ ადამიანი ჩვეულებრივზე მეტად დააფიქროს ცხოვრების საზრისზე. ეს სინათლე სიკვდილით მოდის - რა დამთრგუნველი და რა დიადია ის!
"ღმერთო, ვინ მიჰსწვდეს შენგან ქმნილს, მისს ფერ უთვალავს შვენებას, სიბნელეს აქრობ ნათელით, სიკვდილით ჰბადავ ცხოვრებას". (გრიგოლ ორბელიანი)
"ღმერთმა გიშველოს, სიკვდილო, სიცოცხლე შვენობს შენითა". (ვაჟა-ფშაველა)
სიკვდილი ნათელს ჰფენს ცხოვრებას - საბოლოო სიცხადეს ანიჭებს მას.
ჩვეულებრივ, ეს ასეა.
თუმცა, ძალიან იშვიათად სხვაგვარადაც ხდება - ზოგჯერ ადამიანი ანიჭებს აზრს სიცოცხლესაც და სიკვდილსაც. საოცარი ის არის, რომ არც პირველი ეწინააღმდეგება და არც მეორე.
დღეს საქართველოს ერთი ასეთი კაცი აღარ ჰყავს - კაცი, რომელმაც მუსიკას დუმილის სიმაღლე მიანიჭა.
გია ყანჩელი ქმნიდა სამყაროს, რომელშიც ადამიანსა და დროს ემეგობრებოდა.
ახლა ის მარადისობის მეგობარია.
ხათუნა ხოფერია:
გია ყანჩელის მელოდიებთან ერთად ჩამოყალიბდა ჩვენი მეხსიერება...
მან მოგონებები თავისი ულამაზესი მუსიკით გაახმოვანა...
გია ყანჩელის მუსიკა - ჩემი თაობის ცხოვრების საუნდტრეკი...
მადლობა და მშვიდობით.....................
ლაშა ღლონტი:
დასრულდა ეპოქა!!!! დიდი მაესტრო აღარ გვყავს. მაგრამ დარჩა ისეთი მუსიკა, ისეთი ზოგადსაკაცობრიო, რომელიც მსოფლიოს გადაარჩენს!!! დიდება უფალს!!!
კახა მიქიაშვილი:
იშვიათი გამონაკლისია, როცა სიცოცხლეშივე დააფასეს, შეაფასეს, განადიდეს და შეიყვარეს და გულის ტკივილამდე ატკინა ყველას გული! რა თქმა უნდა პორობითია და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს მიწიერ საფლავს,მაგრამ თუ როდესმე ვინმეს მთაწმინდაზე დაკრძალვა "ეკუთვნოდა", უპირობოდ ეს ფენომენალური მაესტრო გალხავთ!!! ის აქ არის..." და სულ აქ იქნება.
ანი გიუნტერი:
უბედნიერესი ადამიანი და მუსიკოსი ვარ, რომ მასთან არა მხოლოდ გაცნობის,არამედ მის წინაშე დაკვრის ბედნიერება მქონდა...ბონში,ბეთჰოვენის ფესტივალზე ,ყანჩელის მეორე სიმფონიაში სოლო მქონდა დასაკრავი ...უსასრულოდ გაბმული ნოტი,რომლის ბგერა ღამეც მესიზმრებოდა.დღისით კი თავად ესწრებოდა რეპეტიციებს და უხმოდ გვიღიმოდა პარტერიდან..მის ნაწარმოებში სიჩუმეც სხვანაირად ისმინება..პაუზაც ხომ მუსიკაა..სიჩუმეც და სიმფონიის ყველაზე ძლიერი აკორედებიც "დოიჩე ველეს "ჩამწერ სტუდიაში დისკზე ჩაიწერა..გია ყანჩელის სახელი კი ისტორიაში...
გოგა ჩანადირი:
შემოდგომა იყოს გიას ცხოვრება.
შემოდგომის ყვითელი ფოთლები წაიღო მან და ახლა უკვე სიჩუმეს ჰგავს მისი მუსიკა.
და მაინც, გია დარჩება უკვდავი.
გიას სიჩუმეც ყოველთვის მუსიკა იქნება.
ნინო დარასელი:
წავიდა, გაფრინდა, მაგრამ ისეთი მუსიკა დატოვა ვერასდროს გაქრება.
თეკლა ჟვანია