ლაშა ტალახაძეს 26 წელი შეუსრულდა. ჩემპიონმა დაბადების დღე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად რესტორან „მუხამბაზში“ აღნიშნა. ფოტოები რესტორნის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
იუბილარის დღეობას ძალიან კრეატიული ტორტი ამშვენებდა, ჩემპიონმა სანთლები თავის პატარა შვილთან ერთად ჩააქრო!
შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ლაშა ტალახაძე 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ერთი ოქროს მედალი და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. აკვრაშიც ახალი მსოფლიო რეკორდის დამყარება შეძლო - თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და 264 კგ-ს აწევა მოახერხა. ქართველმა ძალოსანმა ორჭიდის ჯამში 384 კგ დაძლია და მესამედ მსოფლიოს რეკორდიც დაამყარა.
ვულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ მას!