"და-ძმა არ არიან" - ვინ არიან ფოტოზე ასახული მთიული ბავშვები, რომლებიც ინტერნეტვარსკვლავები გახდნენ?
"და-ძმა არ არიან" - ვინ არიან ფოტოზე ასახული მთიული ბავშვები, რომლებიც ინტერნეტვარსკვლავები გახდნენ?
სოციალურ ქსელში გავრცელებული მთიული, ქვეშეთელი ბავშვების ფოტო, რომლის ავტორიც ფოტოგრაფი გიორგი ნადირაშვილია, ინტერნტჰიტი გახდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პატარები თითქოს და-ძმანი იყვნენ, მაგრამ როგორც mshoblebi.ge-სთვის  გახდა ცნობილი, ისინი მხოლოდ თანასოფლელები და თანასკოლელები - ბექა ბუჩუკური და მარიამ ნარიმანიძე არიან.
მარიამის დედის ანა ნარიმანიძის ნაამობიდან გავარკვიეთ, რომ პატარები ფილმისთვის სკოლიდან შეარჩიეს.
- გუშინწინ დამირეკა სკოლის დირეტორმა და მითხრა, რომ მარიამი ფილმისთვის მოეწონათ. გუშინ გადაღებაზე ჰყავდათ და იქ გადაუღეს ბექასთან ერთად ფოტო. ძალიან გახარებული და გაბრწყინებული იყო.
mshoblebi

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვები და-ძმა არიან...

- რადგან ერთნაირად პუტკუნები არიან, ალბათ ასე
ჩათვალეს. ორივენი ქვეშეთის საჯარო სკოლაში სწავლობენ. მარიამი პირველკლასელია, ბექა კი მეორე კლასში სწავლობს.

- ხომ არ იცით, რა თემატიკაზე იღებენ ფილმს, რომელშიც ბავშვები მონაწილეობენ?

- იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, რომ ფილმს რაზე იღებენ, ჯერ არ ვიცი.

რუსკა კილასონია
25938
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (15)
ნელი
0
დინჯი კაცი და ახტაჯანა ქალი
09:44 / 07-10-2019
მეის
1
გაიზრდება გაეზრდება და ნახავრასაც გავს
16:15 / 04-10-2019
მსგავსი სიახლეები