"და-ძმა არ არიან" - ვინ არიან ფოტოზე ასახული მთიული ბავშვები, რომლებიც ინტერნეტვარსკვლავები გახდნენ? - მშობლები

"და-ძმა არ არიან" - ვინ არიან ფოტოზე ასახული მთიული ბავშვები, რომლებიც ინტერნეტვარსკვლავები გახდნენ?

2019-10-03 05:59:12+04:00

სოციალურ ქსელში გავრცელებული მთიული, ქვეშეთელი ბავშვების ფოტო, რომლის ავტორიც ფოტოგრაფი გიორგი ნადირაშვილია, ინტერნტჰიტი გახდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პატარები თითქოს და-ძმანი იყვნენ, მაგრამ როგორც mshoblebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, ისინი მხოლოდ თანასოფლელები და თანასკოლელები - ბექა ბუჩუკური და მარიამ ნარიმანიძე არიან.
მარიამის დედის ანა ნარიმანიძის ნაამობიდან გავარკვიეთ, რომ პატარები ფილმისთვის სკოლიდან შეარჩიეს.
- გუშინწინ დამირეკა სკოლის დირეტორმა და მითხრა, რომ მარიამი ფილმისთვის მოეწონათ. გუშინ გადაღებაზე ჰყავდათ და იქ გადაუღეს ბექასთან ერთად ფოტო. ძალიან გახარებული და გაბრწყინებული იყო.
mshoblebi

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვები და-ძმა არიან...

- რადგან ერთნაირად პუტკუნები არიან, ალბათ ასე ჩათვალეს. ორივენი ქვეშეთის საჯარო სკოლაში სწავლობენ. მარიამი პირველკლასელია, ბექა კი მეორე კლასში სწავლობს.

- ხომ არ იცით, რა თემატიკაზე იღებენ ფილმს, რომელშიც ბავშვები მონაწილეობენ?

- იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი, რომ ფილმს რაზე იღებენ, ჯერ არ ვიცი.

რუსკა კილასონია