ბოლოს დროს საქართველოში მოზარდების თვითმკვლელობი ლამის ყოველდღიურად გვესმის. ბევრი მშობლებსა და შვილებს შორის გაცივებულ ურთიერთობებს აბრალებს, ზოგი საშიშ ონლაინ თამაშებს, ზოგი კი ბულინგში ხედავს მიზეზს. მუსიკოს გიორგი გვარჯალაძის ქალიშვილი ლენო რამდენიმე თვის წინ მე-7 სართულიდან გადახტა. მისი შესახებ მამამ გადაცემაში "სხვა ნანუკა“ ისაუბრა და სცადა გაეანალიზებინა ამ საშინელი ამბის შესაძლო მიზეზები.
"არ მგონია, რომ რამით გამორჩეული ან უკეთესი ვიყავი სხვა მამებისგან. რაც თავი მახსოვს, საქართველოს სახელმწიფოს არ ვაღიარებდი. მის იმედზე არასდროს ვყოფილვა. მაგრამ, მე ვადანაშაულებ ჩემს თავს, შევცდი. არანაირი ურთიერთობის დეფიციტი არ მქონია. ყველაზე გახსნილი ურთოერთობა მქონდა, მაგრამ თურმე ესეც არ ყოფილა საკმარისი. ჩვენ, მშობლებს რომ გვგონია, ვიცით ყველაფერი, კონტროლის ქვეშ გვყავს, სინამდვილეში არ ვიცით. უკან რომ დამაბრუნა, არ ვიცი რას შევცვლიდი. უნდა მოვუსმინოთ ჩვენს შვილებს. სამსახური, კეთილსინდისიერი შრომა მთელ ჩვენს დროს მოითხოვს. ბავშებისთვის კი ძილის წინ ყურადღება საერთოდ არ არის საკმარისი. აუცილებელია მათთან მეტი დროის გატარება. მისიანი უნდა იყო, უნდა ეძმაკაცო. ამას მეგონა რომ ვაკეთებდი, აღმოჩნდა, რომ ასე არ იყო. მუსიკა გვაერთიანებდა და მისი ერთი სიმღერაც კი არ მაქვს პროფესიონალურად ჩაწერილი. არადა, ყველაზე დიდი სტუდია მაქვს მთელ კავკასიაში და ჩემი შვილი ვერ ჩავწერე. ყველა ბედნიერ მშობელს მივმართავ, გარანტირებულად არ აიღოთ, რომ რამისთვის მერე გამონახავთ დროს. არა, ახლა არის დრო, რომ მთელი შენი ენერგია და ფული დახარჯო ბავშვზე. ჩემი შვილი არასდროს არ იყო ჩაკეტილი. უბრალოდ, მე მის პირად სივრცეში არ ვიჭრებოდი. ახლა ვთვლი, რომ შევცდი. შეუძლებელი იყო, მე მის ექაუნთში ან ტელეფონში შევსულიყავი. ეს რომ მექნა, ახლა 100 %-ით ცოცხალი იქნებოდა, მან დაწერა "28 დღე სიკვდილამდე". მე მის კომპიუტერს არ ვეხებოდი იმიტომ, რომ მისი პირადი ნივთი იყო, თორე გავხსნიდი და მერე ერთი წამითაც აღარ დავტოვებდი მარტო. პირდაპირ ეწერა იქ, რამდენ ხანში აპირებდა სიკვდილს. რაღაც მომენტში, გამოვიცანი, რომ ხტებოდა და ვუთხარი, ხომ აპირებ გადახტომას, ხოდა გადახტი-მეთქი. სამ საათში გადახტა. სამსახურში წავედი იმიტომ, რომ დილით მქონდა ძალიან საინტერესო პროექტები, ლანა ღოღობერიძის ფილმზე უნდა მემუშავა. ერთხელ ძალიან ვიჩხუბეთ, ხელითაც შევეხე იმიტომ, რომ ისეთი რაღაცის დაკანონებას ცდილობდ, რაც არ არის მისაღები. მაგალითად, ღამე ქუჩაში არასრულწლოვნის ყიფნა იმ დონემდე, რომ უკვე კლუბის მეპატრონე მეგობრები მირეკავდნენ, რომ შარში რატომ გვაგდებ, შენი შვილი არასრულწლოვანია, მოდის და აქ შემოსვლას ცდილობსო. იძულებული ხარ, ამ დროს მიხედო, მაგრამ არ მერჩივნა ეწანწალა სადაც უნდოდა, ვიდრე თავი მოეკლა? ბევრი ვიღაც და რაღაცაა დამნაშავე, მაგრამ მთავარი დამნაშავე მე ვარ. არ ვთვლი, რომ სუსტი ვარ, უბრალოდ ჩავთვალე, რომ იმ კრიტიკულ პერიოდს გადააგორებდა. მეც მქონდა მსგავსი მიდრეკილებები, მაგრამ გადავაგორე.ჩავთვალე, მე რომ გამომივიდა, მასაც გამოუვიდოდა. ჩემს თავს შევადარე და ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი. შვილზე მაგარი არაფერია, ახლა რასაც ვაკეთებ, მხოლოდ ინერცია და პასუხისმგებლობაა. ტყვეობაში ვარ მხოლოდ იმიტომ, რომ კიდევ მყავს შვილები. საერთოდ აღარ არის ჩემთვის საინტერესო არაფერი. ბავშვს უნდა ჰქონდეს იმედი, რომ დედ-მამას დაურეკავს და ყველაფერი კარგად იქნება, მე მეგონა, რომ ასე ვიყავით, მაგრამ ფაქტია, რომ საერთოდაც არ იყო ასე. ძალიან დიდი ტკივილის ფასად, სხვა შვილებთან შევიცვალე. ზედმეტს ვჭამთ, ზედმეტს ვმუშაობთ - არ არის საჭირო, ბავშვებს თავად უნდა მივხედოთ. ჯუნგლებში ვართ, რა სახელმწიფო, გაიღვიძეთ და მიხედეთ ბავშვებს. მერე არავინ დაადანაშაულოთ. მძიმე მომენტებში ლენო სულ ჩემთან მორბოდა და მე არ მქონდა წაჩხუბების უფლება, რადგან მისთვის დასაყრდენი ვიყავი. იმ ბოლო მომენტში, მე შემებრძოლა. მე ვარ დამნაშავე და უბედურიც ვარ. თქვენ იყავით ბედნიერები და ნუ იქნებით დამნაშავეები თქვენს შვილებთან. თავად ავაშენოთ საქართველი ჩვენს ოჯახებში. უნდა მოვუსმინოთ ჩვენს შვილებს, ისინი სხვა რაკურსიდან უყურებენ ყველაფერს."