გადაცემა "სხვა ნანუკას" ეთერი მოზარდთა თვითმკვლელობებს დაეთმო. გარდაცვლილი მოზარდის მშობლებმა თავიანთ უმძიმეს მმაგალითებზე ისაუბრეს. ერთ-ერთი მათგანის, ნანა ბერძენიძვილს თქმით, არ არის გასაკვირი, რომ სექტემბერი თვითმკვლელობების ასეთი შემზარავი სტატისტიკით დაიწყო. მისი თქმით, სწორედ ზაფხულში აქტიურდებიან ამ თამაშის მოდერატორები, რადგან არდადეგებზე ყველაზე მეტი მოზარდი ატარებს დროს ონლაინსივრცეში. მან რჩევებიც მისცა მშობლებს, თუ როგორ უნდა იეჭვონ, რომ მათი შვილი სახიფათო თამაშია ჩაბმული.