როგორც ყველასთვის ცნობილია, 5-6 ოქტომბერს თბილისობაა. ისევე, როგორც ნებისმიერ დღესასწაულსა და დასვენების დღეებში, მშობლების ერთ-ერთი საფიქრალია, იგეგმება თუ არა რაიმე სპეციალურად ბავშვებისთვის, რომ ეს დღე ოჯახურად, მხიარულად და საინტერესოდ გაატარონ.
სწორედ ამიტომ იქნება განსაკუთრებულად საინტერესო მშობლებისთვის სიახლე, რომელიც სწორედ თბილისობას და ბავშვებს ეხება. წიგნების მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსმა" თავის პატარა მომხმარებლებზე იზრუნა და 5-6 ოქტომბერს, ორბელიანის მოედანზე, მხოლოდ ბავშვებისთვის გაიმართება კრაფტის ახალი პროდუქციის წარდგენა. ღონისძიება ინტერაქტიურად არის დაგეგმილი - ბავშვები იქვე შეძლებენ კრაფტის სახალისო თამაშებში ჩართვას, კრაფტერები ასწავლიან ბავშვებს ნივთების დამზადებას ადგილზე და იქნება ბევრი სიურპრიზი.
თუ თქვენს პატარას უყვარს სახალისო ნივთების გაკეთება, უყვარს ახალი რამეების სწავლა და გინდათ ბავშვებთან ერთად დროის საინტერესოდ გატარება, არ გამოტოვოთ "ბიბლუსის" ღონისძიება და დაესწარით "კრაფტერების თავყრილობას" ორბელიანის მოედანზე.
და ბოლოს, თუ ჯერ არ იცით, კრაფტი მეტად სასარგებლო რამაა ბავშვებისთვის:
ეხმარება ბავშვებს გრძნობების გამოხატვაში, ბავშვებს სიამოვნებთ იმის აღმოჩენა, რომ შეუძლიათ გაიუმჯობესონ საკუთარი უნარები, ეხმარება ბავშვს, რომ ისწავლოს ინსტრუქციების სწორად შესრულება, კრაფტზე ჯგუფურად მუშაობა პატარებს კომუნიკაციის უნარებს გამოუმუშავებს, კრაფტი ავითარებს მოტორულ უნარებს, ასწავლის ბავშვს, რომ კიდევ ერთხელ უნდა სცადოს...
"ბიბლუსი" გელოდებათ 5-6 ოქტომბერს, 12:00-დან 20:00-მდე ორბელიანის მოედანზე!