რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს ძიძა მცირელოვან ბავშვზე. ბავშვის დედამ ფარული კამერა სახლში მას შემდეგ დააყენა, რაც ეჭვი გაუჩნდა, რომ ძიძა მის შვილზე ძალადობდა.
გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა ამინისტროში განგვიცხადეს:
- გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, საქმე არ შეწყვეტილა. საგამოძიებო მასალების მიხედვით იდენტიფიცირებულია ძიძის ვინაობა, მაგრამ პასუხისგებაში ამ დრომდე მიცემული არავინ არ არის.
ძიძას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თამარ იაკობაშვილი
ფოთელ ძიძას 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება - აღმაშფოთებელი კადრები, რომელიც დედამ გაავრცელა