ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მალე ვაჟის მშობლები გახდებიან. თავის დროზე სასიხარულო ამბის შესახებ წყვილმა საზოგადოებას "ინსტაგრამიდან" აცნობა.
ბერა და ნანუკა "ინსტაგრმაზე" აქტიურად აქვეყნებენ საკუთარ ფოტოებს. ამჯერად მოდელმა მეუღლესთან ერთად გადაღებული ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც რა თქმა უნდა, ყურადღების მიღმა არ დარჩენიათ მათ გამომწერებს.
ინფორმაციისთვის, ბერა ივანიშვილმა და მოდელმა ნანუკა გუდავაძემ 11 ნოემბერს სვეტიცხოველში დაიწერეს ჯვარი. წინა დღეს წყვილი სრულიად საქართველოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დალოცა. ჯვრისწერის შემდეგ კი ქორწილი ვიწრო წრეში გაიმართა.