"ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც" - ილია მეორე
"ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც" - ილია მეორე
არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში, წყევ­ლა არ უნდა წა­მოგცდეთ შვი­ლის ან ადა­მი­ა­ნი­სად­მი. ვინც იწყევ­ლე­ბა, თა­ვის თავ­საც წყევ­ლის და თა­ვის ოჯახ­საც, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ქა­და­გე­ბი­სას ბრძა­ნა. ილია მე­ო­რემ ქა­და­გე­ბი­სას ადა­მი­ან­თა ცხოვ­რე­ბის მი­ზან­ზე ისა­უბ­რა.

"ჩვენ უნდა ვი­ფიქ­როთ, რით წარვდგე­ბით წი­ნა­შე ღმრთი­სა. ყვე­ლა­ზე დიდი ძალა, რო­მე­ლიც თქვენ და­გეხ­მა­რე­ბათ, ჩვენ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, არის ქველ­მოქ­მე­დე­ბა, დახ­მა­რე­ბა გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის. ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის მი­ზა­ნი უნდა იყოს გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ხალ­ხის დახ­მა­რე­ბა. ზო­გი­ერ­თი მიზ­ნად
ისა­ხავს, და­აგ­რო­ვოს სიმ­დიდ­რე, "-ბრძა­ნა ილია მე­ო­რემ.

ამას­თან, რო­გორც პატ­რი­არ­ქმა ბრძა­ნა, ქვეყ­ნის აღ­სას­რუ­ლი "არც ისე შორს არის".

"მე კი­დევ ერთხელ, ყვე­ლას გეხ­ვე­წე­ბით, და­ი­ფა­რეთ ოჯა­ხე­ბი თქვე­ნი, და­ი­ფა­რეთ შვი­ლე­ბი თქვე­ნი. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში წყევ­ლა არ უნდა წა­მოგცდეთ შვი­ლის ან ადა­მი­ა­ნი­სად­მი. ვინც იწყევ­ლე­ბა, თა­ვის თავ­საც წყევ­ლის და თა­ვის ოჯახ­საც. ეს ყვე­ლა­ფე­რი მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ქვეყ­ნის აღ­სას­რუ­ლი არც ისე შორს არის, ახ­ლოს არის. წე­რია ბიბ­ლი­ა­ში, როცა ბო­რო­ტი სული მიხ­ვდე­ბა, რომ აღ­სას­რუ­ლი მო­დის მისი, გა­აძ­ლი­ე­რებს ბრძო­ლას ადა­მი­ან­თან. ჯვა­რი გე­წე­როთ, ღმერ­თმა და­გიც­ვათ და და­გი­ფა­როთ ხი­ლუ­ლი და უხი­ლა­ვი მტრე­ბის­გან," - ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.
ინტერპრესნიუსი
993
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?