ენერგია, რომელსაც ასხივებენ გარშემო მყოფები, ცვლის ჩვენს ცხოვრებას
ენერგია, რომელსაც ასხივებენ გარშემო მყოფები, ცვლის ჩვენს ცხოვრებას
ჩვენ მიდრეკილნი ვართ შევისრუტოთ იმ ადამიანების ენერგია, რომელთა გარემოცვაშიც ვცხოვრობთ. ამას ხსნის ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი ადამიანი არაკომფორტულად გრძნობს თავს ამა თუ იმ პიროვნების გარემოცვაში. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ჩვენ გამუდმებით ვიმყოფებით იმ ადამიანების ენერგიის ზემოქმედების ქვეშ, ვისთან ერთადაც ვცხოვრობთ და ვმუშაობთ.

ყვავილის ზრდა-განვითარებისთვის საჭიროა წყალი და შუქი. ადამიანებიც, გარკვეული თვალსაზრისით, ყვავილის მსგავსად არიან მოწყობილი. ჩვენი ფიზიკური სხეული ღრუბელივითაა, რომელიც ისრუტავს იმას, რაც ჩვენს გარშემოა. ადამიანის სხეული გამოიყენებს ენერგიას, რომელსაც გამოყოფენ
სხვა ადამიანები, რათა შეინარჩუნოს თავისი ემოციური მდგომარეობა. ყოველი ჩვენგანის გარემოცვაში არის ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი გამოგწოვოს მთელი ენერგია ისე, რომ ძლივს იდგე ფეხზე. ასევე არსებობენ დადებითი ადამიანები, რომლებიც ენერგიით გავსებენ.

გარდა ამისა, არსებობს წარმოდგენა იმაზე, რომ ადამიანებს აქვთ უნარი შეისრუტონ ენერგია ფლორისა და ფაუნისგან. სწორედ ამ მიზეზით დასვენების დღეებში ქალაქგარეთ, ბუნებაში გატარებული დრო ადამიანს მუხტავს ენერგიით, რომელიც მთელი სამუშაო კვირა ჰყოფნის. ასევე ბოლო დროს ფართოდ დროს გავრცელდა ზოოთერაპია - შინაური ცხოველებით ადამიანების მკურნალობა.

"ტვინის ენერგია - ცხოვრების არსია", – ბენჟამინ ფრანკლინი.

კავშირი ენერგიის დონესა და ჩვენს განწყობას შორის

ენერგია არის ძალა, რომელსაც ფლობს სხეული სხვადასხვა დავალების შესასრულებლად. ყველა ცოცხალი ორგანიზმი საჭიროებს სხვადასხვა სახის
ენერგიას, რომელსაც ვიღებთ მაგალითად საკვებისა და წყლის სახით. ასევე ენერგია შეგვიძლია მივიღოთ ბუნებისგან: ქარის, წყლის, სითბოს და სხვა სახით.

ჩვენი სხეულის ენერგია ჩვენს განწყობაზეც მოქმედებს, რომელიც ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: ენერგეტიკულ და ნერვულ-ფსიქიკურ მდგომარეობაზე.

როგორ შეიძლება გავზარდოთ საკუთარი დადებითი ენერგიის დონე?

როდესაც ადამიანის ენერგია ძალიან დაბალ დონეზეა, ცხოვრება რთულდება და ცხოვრებისეული სიძნელეები მრავლდება. ასეთ შემთხვევაში მან უნდა ჰკითხოს თავის თავს, რა ქმედებები, მოვლენები თუ ადამიანები შეძლებენ პოზიტიური განწყობის შექმნას? ქმედებები და ადამიანები გვეხმარებიან აქტიურად ვიმოძრაოთ წინ ჩვენი ცხოვრების გზაზე. იმისათვის, რომ მივაღწიოთ ოპტიმალურ ენერგეტიკულ მდგომარეობას, აუცილებელია მივყვეთ შემდეგ რეკომენდაციებს:
  • შევინაჩუნოთ ჩვენი გეგმების მიზანმიმართულება, რათა არ გაგვეფანტოს ენერგია.
  • რასაც ვეწინააღმდეგებით, იმას ვიზიდავთ.
  • გაითვალისწინეთ თქვენი შეზღუდვები და არ დაგმოთ საკუთარი თავი ამის გამო.
  • მიმართეთ ენერგია იმ ქმედებებისკენ, რომლის გაკონტროლებასაც შეძლებთ.
ასევე აუცილებელია ისეთი აქტივობების მოძებნა, რომელიც შეგინარჩუნებთ მოტივაციას და აქტიური ცხოვრების წესს. ზოგიერთისთვის საკმარისია სპორტზე სიარული, გარეთ სეირნობა, მეგობრებთან ურთიერთობა. საჭიროა მოძებნოთ ისეთი საქმიანობა, რომელიც გაგხდით გაცილებით მობილიზებულს. ხშირად გქონდეთ ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც მსგავსი მეთოდებით ცდილობენ პრობლემის გადაჭრას. ამგვარად, შეძლებთ გამუდმებით ცვალოთ ენერგია, რომელსაც ასხივებთ.

სწორად შერჩეული ყოველდღიური ცხოვრებისეული გარემო, მეგობრები, სამსახური, ცხოვრების მეგზური, დადებით გავლენას ახდენენ თქვენს განწყობაზე. თუ შეიქმნით ასეთ გარემოს, ამაზე უკეთეს დახმარებას საკუთარ თავს ვერ აღმოუჩენთ.
660
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
..
0
Bevrs davakvirdi cdiloben shegexon xelit .misalmebisas xeli gadagisvan mogeperon .es ra penomenia ..ase mgonia energiis agebas cdiloben am dros ki sul igvrebia sheni pativiscemit da ketili survilebit. Ver gaigeb ra vin vinaa.vis kargo unda shentvos vis ara
22:45 / 07-10-2019
და კიდევ
1
ოჯახში რომ შემოგივარდება ბოღმა რძლის სახით შენიკარგად ყოფნა რომ შურს ან კიდევ კაგის მყოფელის შექება ან ზრუნვა შენს მიმართ იმას რას მოუხერხებ ? ასევე დედმამიშვილსაც რომ შეშურდება შენი პატარა წინსვლა ამას რას მოუხერხებ? მამის მხრიდან გენეტიკით თანდაყოლილ ბოროტ და მოღმა მამიდაშვილებს მთელ სანათესაოს რომ აშანტაჟებენ მათტვის არასაურველ ბიძაშვილებს თუ მოიკითხავს რომელიმე ნათესავი ? ბოღმა მეზობლის გამო საცხოვრებელს ხომ ვერ გამოიცვლი ?
17:37 / 07-10-2019
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?