ჩვენ მიდრეკილნი ვართ შევისრუტოთ იმ ადამიანების ენერგია, რომელთა გარემოცვაშიც ვცხოვრობთ. ამას ხსნის ის ფაქტიც, რომ ზოგიერთი ადამიანი არაკომფორტულად გრძნობს თავს ამა თუ იმ პიროვნების გარემოცვაში. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ჩვენ გამუდმებით ვიმყოფებით იმ ადამიანების ენერგიის ზემოქმედების ქვეშ, ვისთან ერთადაც ვცხოვრობთ და ვმუშაობთ.
ყვავილის ზრდა-განვითარებისთვის საჭიროა წყალი და შუქი. ადამიანებიც, გარკვეული თვალსაზრისით, ყვავილის მსგავსად არიან მოწყობილი. ჩვენი ფიზიკური სხეული ღრუბელივითაა, რომელიც ისრუტავს იმას, რაც ჩვენს გარშემოა. ადამიანის სხეული გამოიყენებს ენერგიას, რომელსაც გამოყოფენ სხვა ადამიანები, რათა შეინარჩუნოს თავისი ემოციური მდგომარეობა. ყოველი ჩვენგანის გარემოცვაში არის ისეთი ადამიანი, რომელსაც აქვს უნარი გამოგწოვოს მთელი ენერგია ისე, რომ ძლივს იდგე ფეხზე. ასევე არსებობენ დადებითი ადამიანები, რომლებიც ენერგიით გავსებენ.
გარდა ამისა, არსებობს წარმოდგენა იმაზე, რომ ადამიანებს აქვთ უნარი შეისრუტონ ენერგია ფლორისა და ფაუნისგან. სწორედ ამ მიზეზით დასვენების დღეებში ქალაქგარეთ, ბუნებაში გატარებული დრო ადამიანს მუხტავს ენერგიით, რომელიც მთელი სამუშაო კვირა ჰყოფნის. ასევე ბოლო დროს ფართოდ დროს გავრცელდა ზოოთერაპია - შინაური ცხოველებით ადამიანების მკურნალობა.
"ტვინის ენერგია - ცხოვრების არსია", – ბენჟამინ ფრანკლინი.
ჩვენი სხეულის ენერგია ჩვენს განწყობაზეც მოქმედებს, რომელიც ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: ენერგეტიკულ და ნერვულ-ფსიქიკურ მდგომარეობაზე.
შევინაჩუნოთ ჩვენი გეგმების მიზანმიმართულება, რათა არ გაგვეფანტოს ენერგია. რასაც ვეწინააღმდეგებით, იმას ვიზიდავთ. გაითვალისწინეთ თქვენი შეზღუდვები და არ დაგმოთ საკუთარი თავი ამის გამო. მიმართეთ ენერგია იმ ქმედებებისკენ, რომლის გაკონტროლებასაც შეძლებთ. ასევე აუცილებელია ისეთი აქტივობების მოძებნა, რომელიც შეგინარჩუნებთ მოტივაციას და აქტიური ცხოვრების წესს. ზოგიერთისთვის საკმარისია სპორტზე სიარული, გარეთ სეირნობა, მეგობრებთან ურთიერთობა. საჭიროა მოძებნოთ ისეთი საქმიანობა, რომელიც გაგხდით გაცილებით მობილიზებულს. ხშირად გქონდეთ ურთიერთობა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც მსგავსი მეთოდებით ცდილობენ პრობლემის გადაჭრას. ამგვარად, შეძლებთ გამუდმებით ცვალოთ ენერგია, რომელსაც ასხივებთ.
სწორად შერჩეული ყოველდღიური ცხოვრებისეული გარემო, მეგობრები, სამსახური, ცხოვრების მეგზური, დადებით გავლენას ახდენენ თქვენს განწყობაზე. თუ შეიქმნით ასეთ გარემოს, ამაზე უკეთეს დახმარებას საკუთარ თავს ვერ აღმოუჩენთ.