წელს თბილისობა კვლავაც გრანდიოზულად აღინიშნა, სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებით, საპატიო თბილისელების გამოვლენა-დაჯილდოებით და კონცერტებით. თბილისის მერი კახა კალაძე ოჯახთან - მეუღლესა და სამ ვაჟთან ერთად დაესწრო დაგეგმილ ღონისძიებებს. მერის ცოლი ანუკი არეშიძე ტრადიციულად დახვეწილი და ლამაზი იყო, შერჩეული სამოსიც ძალიან უხდებოდა.