ეს ფოტო ნამდვილ ინტერნეტჰიტად იქცა. მამა ჯერ კიდევ ცოლის ორსულობისას ესაუბრებოდა ბავშვს მუცელში. როცა პატარა დაიბადა და მამის ხმა გაიგონა, აი, ასე საყვარლად გაიღიმა.
პატარა ანტონელას მშობლებს, ტარსილა და ფლაციო ბატისტებს ნამდვილად არ ეგონათ, რომ ფოტოზე აღბეჭდილი ეს საოცარი მომენტი, ასეთ პოპულარობას მოუტანდათ. ფოტოს მთელი მსოფლიოს ინტერნეტმომხმარებლები აზიარებდნენ, განსაკუთრებით მომავალი დედები. ეს ფოტო ერთგვარ გზავნილად იქცა მომავალი მამებისთვის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ დედის, არამედ მამის მუდმივი კავშირი მომავალ შვილთან, საუბარი, მოფერება, რადგან მუცელში ნამდვილად გრძნობს ნაყოფი სითბოს, სიყვარულს და იმას, თუ როგორ მოუთმენლად ელიან მშობლები.