გველი ქალს ლოგინში შეუძვრა და დაკბინა - შემთხვევა გორის რაიონში
გველი ქალს ლოგინში შეუძვრა და დაკბინა - შემთხვევა გორის რაიონში
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში, ღამით, ლოგინში, ქალს გველმა უკბინა. დაზარალებულმა ქვეწარმავალი ლოგინში იპოვა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა 39 წლის ქალი გორის საავადმყოფოში გადაიყვანა.

"კლინიკაში შემოსვლისას პაციენტს აღენიშნებოდა თავბრუსხვევა, გულისრევა, საერთო სისუსტე, წვა და ტკივილი კისრის მიდამოში. ვიზუალური დათვალიერებით, კისრის არეში აღენიშნებოდა ორი ნაჩხვლეტი ჭრილობა, რაც დამახასიათებელია გველის ნაკბენისთვის. პაციენტის გადმოცემით, მან ლოგინში ნახა გველი, რომელმაც ქალი დაგესლა. პაციენტი მოთავსებული იყო სტაციონარში, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, იმყოფებოდა მკურნალობის და მეთვალყურეობის ქვეშ და
გაეწერა ბინაზე", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" კლინიკა "გორმედის" თერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გია მღებრიშვილმა.

alt"მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ გველის ნაკბენის საწინააღმდეგო პოლივალენტური შრატით მომარაგებულია ყველა რაიონი"

altრა უნდა იცოდეთ, თუ ქვეწარმავალი თავს დაგეხსათ - პირველადი დახმარება გველის ნაკბენის დროს


32789
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
მედეას
5
ოო მედეა ზუსტად ოქტომბერში იცის მოსვლა . გაჩერებებზე და ავტობუსებშიც ძვრება მერე ლოგინშიც და სახლშიც შემოგიძვრება . მთელი ოჯახის დაგესვლა იცის მწარედა .განსაკუთრებით ლოგინში ვისაც ჩაუძვრება იმის სანათესაოსი . ამიტომ ფრთხილად იყავით ნუ შეიცოდებთ და სახლში ნუ შემოუშვებთ განსაკუთრებით ფეხმძიმე გველებს და გველ-ხოკერებს .
07:38 / 10-10-2019
მედეა
6
ასე გვიან ოქტომბერში სად ჯანდაბიდან მოვიდა?!!!
11:33 / 09-10-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?