სიახლეებიკალეიდოსკოპი
გველი ქალს ლოგინში შეუძვრა და დაკბინა - შემთხვევა გორის რაიონში
გველი ქალს ლოგინში შეუძვრა და დაკბინა - შემთხვევა გორის რაიონში
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თერგვისში, ღამით, ლოგინში, ქალს გველმა უკბინა. დაზარალებულმა ქვეწარმავალი ლოგინში იპოვა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა 39 წლის ქალი გორის საავადმყოფოში გადაიყვანა.

"კლინიკაში შემოსვლისას პაციენტს აღენიშნებოდა თავბრუსხვევა, გულისრევა, საერთო სისუსტე, წვა და ტკივილი კისრის მიდამოში. ვიზუალური დათვალიერებით, კისრის არეში აღენიშნებოდა ორი ნაჩხვლეტი ჭრილობა, რაც დამახასიათებელია გველის ნაკბენისთვის. პაციენტის გადმოცემით, მან ლოგინში ნახა გველი, რომელმაც ქალი დაგესლა. პაციენტი მოთავსებული იყო სტაციონარში, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, იმყოფებოდა მკურნალობის და მეთვალყურეობის ქვეშ და გაეწერა ბინაზე", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" კლინიკა "გორმედის" თერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა
გია მღებრიშვილმა.

alt"მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ გველის ნაკბენის საწინააღმდეგო პოლივალენტური შრატით მომარაგებულია ყველა რაიონი"

altრა უნდა იცოდეთ, თუ ქვეწარმავალი თავს დაგეხსათ - პირველადი დახმარება გველის ნაკბენის დროს


ბეჭდვა