ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე "ინსტაგრამზე" საკუთარ ფოტოებს ხშირად აქვეყნებენ, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათი ვიდეოები სოციალური ქსელის მომხმარებლებს იშვიათად ხვდებათ თვალში. ამჯერად ბერამ მეუღლესთან ერთად გადაღებული ქორწილისდროინდელი ვიდეო ახლებური ვერსიიით შემოგვთავაზა. როგორც ჩანს, მომღერალმა ძველი კადრები ფრანგული მუსიკით გაამდიდრა და საკმაოდ რომანტიკული კლიპიც გამოუვიდა.
ინფორმაციისთვის, ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მალე ვაჟის მშობლები გახდებიან. თავის დროზე სასიხარულო ამბის შესახებ წყვილმა საზოგადოებას "ინსტაგრამიდან" აცნობა. წყვილმა 11 ნოემბერს სვეტიცხოველში დაიწერა ჯვარი.