წიგნების კითხვა, წაკითხულის გააზრება, მის შესახებ მსჯელობა და საკუთარი აზრის გადმოცემა ბავშვს სამომავლოდ ბევრი სასარგებლო უნარის გამომუშავებაში ეხმარება და მის წარმატებას უწყობს ხელს. ამიტომაცაა, რომ მთელს მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს კითხვის პოპულარიზაცია და მასში არაერთი ცნობილი ადამიანიც მონაწილეობს.
ყველა სპეციალისტი თანხმდება, რომ წიგნებით ბავშვი ადრეული ასაკიდანვე უნდა დაინტერესდეს, ამაში კი მას უნდა დაეხმაროს ოჯახიც, სკოლაც და საზოგადოებაც. თუ გვინდა, რომ კითხვა ბავშვისთვის პირველ რიგში სიამოვნება იყოს და არა მოსაბეზრებელი რუტინა, შესაფერისი ლაღი და არაოფიციალური გარემოც უნდა შევუქმნათ მას. სწორედ ამას ცდილობს წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" თავისი ცნობილი პროექტით "ნინის კითხვის საათი", რომელიც ყველაზე პატარა მკითხველისთვისაა განკუთვნილი.
კითხვის საათი ყოველ შაბათს იმართება. მის ყველა პატარა მონაწილეს ლამაზ და მყუდრო გარემოში ცნობილი ადამიანები მასპინძლობენ და საბავშვო ლიტერატურას უკითხავენ. კითხვის პროცესში კი სახალისო აქტივობებიცაა გათვალისწინებული. ზაფხულის არდადეგების შემდეგ კითხვის საათი აღდგა და კვლავ ელის პატარებს.
შაბათს, 12 ოქტომბერს მსახიობიდასატელევიზიოშოუს"ხართუარა VI კლასელზეჭკვიანი?'' წამყვანი დათოველიჯაშვილი უმასპინძლებს.
დათო, პატარებსწაუკითხავს საბავშვო ზღაპრებს. ღონისძიებაზე მოსულ მონაწილეებსკი გადაეცემათ წიგნები: პატარა უფლისწული, იგავ–არაკები, დისნეის ზღაპრები და ფერადი საჩუქრები: ფლომასტერები, პლასტილინები და პასტელები.
თარიღი: 12 ოქტომბერი
დრო: 17:00 სთ
დასწრებისღირებულება: 5 ლარი
მის.: ბიბლუსიგალერეა, კანდელაკის 7