ბოლო დღეებში საზოგადოებაში გაჩნდა ხმები, თითქოს თბილისის მერის ცოლი მეხუთე შვილზეა ორსულად. ამ ჭორის აგორებას რამდენიმე ფოტომ შეუწყო ხელი - თბილისობას ანუკი არეშიძეს წელზე მომდგარი კაბა ეცვა, რომელიც ოდნავ შესამჩნევ ნაკეცებს იკეთებდა და ზოგიერთმა ეს ნაკეცები წამოზრდილი მუცლის მინიშნებად ჩათვალეს. გარდა ამისა, ინსტაგრამზე რამდენჯერმე გამოაქვეყნა დიზაინერმა ფოტოები, რომლებზეც საკმაოდ დიდი ზომის სამოსი აცვია და წელზე ძალიან განიერი.
ანუკის გულშემატკივრები ინსტაგრამზე დაობდნენ კიდეც ამის გამო. ერთ-ერთმა ასეთი პასუხი გასცა მათ, ვინც ფიქრობს, რომ ანუკი ორსულადაა:
"მოკლედ ამ ქვეყანაში oversize ვერ ჩაგიცვამს რაა... ან თუ ორზე მეტი შვილი გყავს აუცილებლად შემდეგსაც ელოდები... ბოლოს, ორსულობასთან დაკავშირებული შეკითხვები რომ არ არის საჭირო (სულ რომ ორსულად იყოს ადამიანი), ამას რა მიხვედრა უნდა! ძალიან ლამაზი ლუქია".
თუმცა როგორც ჩანს, ესენი მხოლოდ ჭორებია, ანუკის არ დაუდასტურებია ხმები და უფრო მეტიც, სულ ახლახან მორიგი ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც კარგად ჩანს, რომ არანაირი წამოზრდილი მუცელი არ აქვს და ჩვეულ, შესანიშნავ ფორმაშია.