ერთ-ერთ შოუში სტუმრობისას 54 წლის ვალერი მელაძემ სხვა ბევრ თემასთან ერთად, პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა. ცდილობდა, შვილებზეც გულწრფელად ელაპარაკა.
"ხუთი შვილის მამობა ძალიან კარგია. სამსახურში სიხარულით მივდივარ და სახლშიც ამავე გრძნობით ვბრუნდები. ეს ჩემმა შვილებმა მასწავლეს. მინდა გითხრათ, რომ როგორც ჩემი ქალიშვილების დედა, ისე ალბინა, ჩემი ვაჟების დედა, ჩემი არყოფნის პერიოდში ძალისხმევას არ იშურებენ მათ აღზრდაში. მაგრამ, ვიცი, რომ მათ როგორც დიდებს, ისე უნდა ვესაუბრო", - ჰყვება მომღერალი.
ქალიშვილთან ერთად
ვალერი მელაძე ამბობს, რომ მკაცრი მამაა და წესრიგი ძალიან უყვარს. ხშირად უმცროსი ვაჟი, ლუკა ხდება ხოლმე დასჯის ობიექტი. "ზოგჯერ კუთხეში ვაყენებ, ისეთი ენერგიულია, ეს ცოტა ხნით ეხმარება ხოლმე დამშვიდებაში", - აღნიშნავს მელაძე.
ამბობს, რომ საკუთარი შვილები ყველაზე მეტად ეძვირფასება პლანეტაზე და მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ხუთი დღე სამი ქალიშვილისა და ორი ვაჟის დაბადების დღეეებია.
"ისე მიყვარს ისინი, ვერც ერთს გამოვარჩევ. ახლა უბრალოდ დავასახელებ ერთ-ერთ დღეს. ესპანეთში ვიყავით. იქ დაიბადა ჩემი უმცროსი ვაჟი, ლუკა. მზიანი დღე იყო. ბავშვი მაშინვე მაჩვენეს და წარმოუდგენელი ბედნიერება ვიგრძენი. ძალიან მაგარია, როცა მამებს შვილის დაბადებისთანავე აძლევენ მასთან ყოფნის საშუალებას", - ამბობს ვალერი მელაძე.
შეგახსენებთ, რომ ინგა, სოფია და არინა მელაძეები მომღერალს პირველი ცოლისგან, ირინასგან, ჰყავს. კონსტანტინე და ლუკა კი ჯგუფ "ვია გრას" ყოფილი სოლისტისგან, ალბინა ჯანაბაევასგან. ისინი ოფიციალურად პირველი ვაჟის დაბადებიდან ათი წლის შემდეგ დაქორწინდნენ.