"დღეს უნდა ჰქონოდათ სასამართლო და ასეთი საშინელება ჩაიდინა" - რას ამბობენ ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ნათია გოგალაძის ახლობლები
"დღეს უნდა ჰქონოდათ სასამართლო და ასეთი საშინელება ჩაიდინა" - რას ამბობენ ყოფილი ქმრის მიერ მოკლული ნათია გოგალაძის ახლობლები
ხაშურში ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შემთხვევა ე.წ. ხიდგაღმა უბანში რამდენიმე საათის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოკლული ახალგაზრდა ქალი 30 წლის ნათია გოგალაძეა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილ ცოლს ეჭვიანობის ნიადაგზე სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა. თავის არეში დაჭრილი ქალი მძიმე დაზიანებებით ხაშურის კლინიკაში გადაყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც ოჯახის ახლობელი აცხადებს, წყვილი 6 წელია ცალ-ცალკე ცხოვრობდა. ისინი ოფიციალურად განქორწინებას დღეს აპირებდნენ. მამაკაცმა ახალგაზრდა ქალს სასიკვდილო ჭრილობები
მაშინ მიაყენა, როცა ის საკუთარი მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში იმყოფებოდა.

„დღეს უნდა ჰქონოდათ სასამართლო პროცესი და ასეთი საშინელება ჩაიდინა. ჯერ მაღაზია დაცხრილა და მერე კონდახით სცემა”, - ამბობს გარდაცვლილი ქალის ახლობელი.
შს სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19. 108-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მერი ბლიაძე
9809
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
tina
0
ეს არაადამიანი, ეს ნაგავი რამ დაასირა ასეე..... ამინისტიის იმედიტ ყველაფერი მოსულაა. პრეზიდენტო გტხოვ მალე დაატოვებინე ციხე
16:33 / 12-10-2019
h
1
რატომ მიყვებიან ასეთ არაკაცებს საერთოდ ცოლად.? ვარიანტი არაა, რომ ის კაცი ასე უცბად გამხეცებულიყო და მოეკლა და მანამდე არ გამოეჩინა ძალადობის, აგრესიის და არაადამიანურობის ნიშნები.დაფიქრდით გოგოები ვის მიყვებით და ვის უჩენთ შვილებს და მერე თავებს აკვლებინებთ
00:16 / 12-10-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?