ხაშურში ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შემთხვევა ე.წ. ხიდგაღმა უბანში რამდენიმე საათის წინ მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მოკლული ახალგაზრდა ქალი 30 წლის ნათია გოგალაძეა.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ყოფილ ცოლს ეჭვიანობის ნიადაგზე სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა. თავის არეში დაჭრილი ქალი მძიმე დაზიანებებით ხაშურის კლინიკაში გადაყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც ოჯახის ახლობელი აცხადებს, წყვილი 6 წელია ცალ-ცალკე ცხოვრობდა. ისინი ოფიციალურად განქორწინებას დღეს აპირებდნენ. მამაკაცმა ახალგაზრდა ქალს სასიკვდილო ჭრილობები მაშინ მიაყენა, როცა ის საკუთარი მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში იმყოფებოდა.
„დღეს უნდა ჰქონოდათ სასამართლო პროცესი და ასეთი საშინელება ჩაიდინა. ჯერ მაღაზია დაცხრილა და მერე კონდახით სცემა”, - ამბობს გარდაცვლილი ქალის ახლობელი.
შს სამინისტრომ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19. 108-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მერი ბლიაძე