ალბა დაუნის სინდრომის მქონე გოგონაა. მისი გულისამაჩუყებელი ისტორია სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა. გოგონაზე ბიოლოგიურმა დედამ უარი თქვა. მისი მდგომარეობის გამო არც შვილად აყვანის მსურველმა ოჯახებმა გამოთქვეს პატარა ალბას აღზრდის სურვილი.
საერთო ჯამშო გოგონაზე უარი 20-მა ოჯახმა თქვა. თუმცა ალბას ცხოვრება 41 წლის იტალიელმა მარტოხელა მამაკაცმა, ლუკა ტრაპანისმა შეცვალა.
ის ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, რომელმაც პატარას შვილად აყვანა მოინდომა.
”ჩვენ ერთად ძალიან ბედნიერები ვართ და ძალიან მხიარული ოჯახი გვაქვს”, - ამბობს ლუკა.
როგორც BBC წერს, 41 წლის მარტოხელა მამამ გამოაქვეყნა წიგნი იმის შესახებ, თუ როგორია პატარა ალბას მამობა, რა სირთულეები ახლავს ყოველივეს და როგორ შეცვალა გოგონამ მისი ცხოვრება.
ერთ-ერთ ინტერვიუში კი, ტრაპანისი ამბობს, რომ მისი შემთხვევა განსაკუთრებულია, რადგანაც მამობისა და ნამდვილი ოჯახის შესახებ სტერეოტიპებს ამსხვრევს.
ლუკამ გოგონა 2017 წელს მაშინ იშვილა, როცა პატარა ჯერ მხოლოდ 13 დღის იყო. იტალიელი მამიკო გარდა ალბაზე ზრუნვისა, სპეციალური საჭიროებების მქონდე ადამიანებისთვის განკუთვნილ ცენტრში მუშაობს და ამბობს, რომ ყოველთვის ოცნებობდა მამობაზე.