შემთხვევა რამდენიმე დღის წინ რუსეთში, სარატოვის ოლქში მოხდა. 9 წლის ლიზა კისილიოვა მოულოდნელად გაუჩინარდა და ათასობით ადამიანი მთელ ქალაქში ეძებდა. მესამეკლასელი გოგონა სკოლისკენ გაეშურა, თუმცა სკოლაში რომ არ მივიდა, მისი ძებნა დაიწყეს. 9 ოქტომბერს გაუჩინარებული გოგონას გვამი 11 ოქტომბერს იპოვეს, ძალადობის ნიშნებით.
ლიზას მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს 35 წლის მამაკაცი, მიხაილ ტუვატინი, რომელიც ადრეც არაერთხელ იყო ნასამართლევი, მათ შორის, გაუპატიურების ბრალდებით. როგორც გამოძიება აცხადებს, მკვლელობა მან "სიბრაზის" გამო ჩაიდინა - თითქოსდა გოგონამ მის შეკითხვას უხეშად გასცა პასუხი.
სარატოვში ასობით ადამიანი შეიკრიბა პოლიციის განყოფილებასთან და მკვლელის ჩაქოლვას ითხოვდნენ, სამართალდამცველ ორგანოებს ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუწიათ, რომ ხალხი დაშლილიყო. მოგვიანებით მიტინგი სხვა დაწესებულებასთანაც გაგრძელდა - მოქალაქეები ითხოვენ, პატიმარი მათ გასცენ დასასჯელად.
ამჟამად ყველა ელოდება სასამართლოს და დიდი იმედი აქვთ, რომ დამნაშავე მკაცრად დაისჯება, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავაც აპირებენ შეკრებას და მოთხოვნების წაყენებას ქალაქის მთავრობისთვის.