ქსენია ვოროპაევამ 6 წლის წინ მან გააჩინა პირველი შვილი - ბოგდანა. სამშობიაროში შესთავაზეს, უარის ეთქვა ბავშვზე. გოგონა დაიბადა აპლაზიით, მას არ ჰქონდა მტევანი და წინა მხრის მესამედი... დედამ დაუფიქრებლად წაიყვანა ბავშვი სახლში. რამდენიმე წლის შემდეგ კი ქსენიამ მეორე ბავშვის გაჩენაც გადაწყვიტა. გაჩნდა სტანისლავი, რომელიც ახლა 2,5 წლისაა, ხოლო ბოგდანა - 6-ის.
"5 ექოსკოპია გავიკეთე ბოგდანაზე ორსულობის დროს. არც ერთმა რადიოლოგმა არ მითხრა პათოლოგიის არსებობაზე. სასწრაფო საკეისრო კვეთა ჩამიტარდა. როდესაც ნარკოზიდან გამოვედი, ექიმმა მითხრა, ასეთი რამ ხდება და მიზეზი თუ რატომ განვითარდა ასეთი პათოლოგია, უცნობიაო. მეორე დღეს ექიმმა მკითხა, ვაპირებდი თუ არა ბავშვის წაყვანას. მე რა თქმა უნდა ვუპასუხე, რომ სხვა აზრი არც გამივლია თავში. ის ხომ ჩემი შვილი იყო. ახლა ის საერთოდ ვერ გრძნობს თავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონედ.
საბჭოთა კავშირის დროს ასეთ ბავშვებს მალავდნენ, საზოგადოებაში არ აჩენდნენ. მახსოვს, ერთხელ როდესაც ბოგდანა ერთი თვის იყო, სასეირნოდ წავიყვანე გარეთ. ცხელოდა. შეფუთული მყავდა, რომ მისი კიდურები არ გამოჩენილიყო. რომ დავფიქრდი, ძალიან შემრცხვა: ჩემს შვილს ვმალავდი, ის ხომ არ იყო არაფერში დამნაშავე! ასე თუ გავაგრძელებდი, დავაკომპლექსებდი. ამიტომ საკუთარ თავს ვუთხარი: "მორჩა, დღეიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნება! ასე აღარ მოვიქცევი".
"როდესაც წამოიზარდა, მეკითხებოდა, თუ რატომ იყო განსხვავებული, როდის გაეზრდებოდა ხელები? ახლა უკვე იცის, რომ არასდროს არ მოხდება ეს, ჩვენ ვისაუბრეთ ამის შესახებ. ერთადერთი რაც უჭირს, ტანსაცმლის გამოცვლაა. მაგ: ელვის შეკვრა დამოუკიდებლად შეუძლია, მაგრამ ზონრებს ვერ იკრავს, ვერ ივარცხნის თმას. ჯერ არ სურს საბავშვო ბაღში სიარული. სამაგიეროდ, სკოლამდელ კურსებზე მივედით. ჩვენ ყველაფერს გავუმკლავდებით და სკოლაში უკვე მომზადებული წავალთ. ძალიან მოსწონს იქ სიარული, ხალისით მიდის. გაიცნო ბავშვები და ისიც შეიყვარეს. ბავშვების კითხვაზე მომზადებული პასუხი აქვს: "ასეთი დავიბადე".
ერთხელ ერთმა ბავშვმა უთხრა": შენ ჩვენთან ერთად ვერ ითამაშებ, რადგან მოკლე ხელები გაქვს". ბოგდანამ ტირილი დაიწყო. გოგონას დედამ აიძულა შვილი ბოდიში მოეხადა ბოგდანასთვის. ვფიქრობ, დედებმა უნდა აუხსნან შვილებს, რომ არსებობენ ასეთი ბავშვებიც და შემდეგ ზედმეტ კითხვებს აღარ დასვამენ. ინვალიდობის ცნობა ავიღეთ და მოგვცეს კოსმეტიკური პროთეზი, რათა არ განვითარებულიყო ხერხემლის გამრუდება. პედიატრმა გაგვაგზავნა მასაჟზე, აუზზე. ბოგდანას ვზრდი, როგორც ჩვეულებრივ ბავშვს.
მას უყვარს თქმა: "მე არ ვარ უხელო. ხელი მაქვს, მხოლოდ მტევანი არ მაქვს". არ ვთვლი, რომ ბოგდანას ნაკლი აქვს, უბრალოდ, ეს მისი თავისებურებაა. ბოგდანას 2 პროთეზი აქვს: კოსმეტიკური და მოტორული. ამ ზაფხულს ვერ ხმარობდა ვერც ერთს, რადგან ძალიან სცხელოდა. მთელი ზაფხული პროთეზის გარეშე იყო. გადაეჩვია და როდესაც მოსკოვში ჩამოვედით, მითხრა, რომ აღარ გაიკეთებდა, რადგან ვერ თამაშობდა კარგად.... არ ვუნერგავ იმას, რომ რამით გასხვავებულია. არ განვიკითხავ ადამიანებს, რომლებიც ტოვებენ ნაკლით დაბადებულ ბავშვებს სამშობიარო სახლში.
მჯერა, ყველაფერი კარგად გვექნება," - ამბობს ბოგდანას დედა.