"პასტას", რომელიც ბევრ ჩვენგანს ძალიან უყვარს, არა მხოლოდ უფროსები, არამედ პატარებიც დიდი სიამოვნებით მიირთმევენ.
იტალიელმა მშობლებმა თავიანთი პატარების რაციონში პასტა დიდი ხნის წინ შეიტანეს. მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ მას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, ეს ტრადიცია მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაშიც გავრცელდა. შეიქმნა საჭიროება, საბავშვო პასტის ანუ "პასტინის" წარმოება დაწყებულიყო, რათა პატარებს მათი ასაკის შესაბამისი საკვები მიეღოთ. ევროპაში დიდი პოპულარობით სარგებლობს სწორედ იტალიური კომპანია "პლასმონის" პასტები. კომპანიას 100-წლიანი ისტორია აქვს, უმაღლეს სტანდარტებზეა ორიენტირებული და უმკაცრეს შემოწმებას გადის, ამიტომ მშობლები მის პასტინებს ენდობიან.
პასტა ნახშირწყლებით მდიდარი და ჯანსაღი პროდუქტია. "პლასმონის" საბავშვო პასტა, რომელიც ხორბლის მყარი, მთლიანი მარცვლისგან არის დამზადებული, არარაფინირებულ ნახშირწყლებს შეიცავს, რომელიც ნაკლებად არის დამუშავებული და ბავშვის ორგანიზმი მას ადვილად ინელებს.
ბავშვების უმეტესობა მყარი საკვების მიღებას 6 თვიდან იწყებს, შესაბამისად, პასტა მათ რაციონში შეგვიძლია, ამ ასაკიდან დავამატოთ. საბავშვო პასტა შეგვიძლია მოვამზადოთ ისპანახით, ავოკადოთი, სხვადასხვა ბოსტნეულით, ყველით, ხორცით, თევზითა და პომიდვრის სოუსით, რათა ჩვენი პატარას რაციონი უფრო მრავალფეროვანი გახდეს. თუ ბავშვს გლუტენის აუტანლობა აქვს, მისთვის ალტერნატივად შეიძლება ბირნჯის საფუძველზე დამზადებული პასტის მიცემა.
პედიატრის რეკომენდაციით, სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი პასტა გარკვეულწილად, პურის შემცვლელადაც კი შეიძლება გამოვიყენოთ. დასაწყისისთვის უმჯობესია, ბავშვს უგლუტენო და მცირე რაოდენობით პასტინა მივცეთ.
"პლასმონის" საბავშვო პასტები " ბებირისო", "კიოჩოლინე", "ჯემინე", "პენნე", "ლაფატორია" და სხვა, მხოლოდ ჩვილთა კვებაში გამოიყენება და მას კომპანია სპეციალური ტექნოლოგიით ამზადებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ამ ტექნოლოგიით დამზადებული პასტა ბავშვების ორგანიზმს სასარგებლო მინერალებსა და ვიტამინებს აწვდის. ამ პასტის გამოყენებით კი შეგვიძლია, ბავშვებს სხვადასხვა კერძი მოვუმზადოთ და მათი მენიუ უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ.
ინგრედიენტები:
1 ცალი კარტოფილი 50 გ ყაბაყი ან გოგრა 30 გრ სტაფილო 1 თავი ხახვი კამა 2 ჩ.კ. პასტა 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
გარეცხეთ, გათალეთ, კუბიკებად დაჭერით ბოსტნეული და მოხარშეთ (სტაფილოს გული გამოაცალეთ და ისე დაჭერით). ხარშვისას დაამატეთ კამა და ხახვი. მოხარშული ბოსტნეული დააბლენდერეთ და მიღებული მასა გაათხელეთ თავისივე ნახარშით. სადილისთვის გამოიყენეთ 150 გრამი მასა.
წინასწარ პასტა, გადაწურეთ და დაამტეთ დაბლედერებულ მასას. მიღებულ კერძს დაამატეთ 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი.
ინგრედიენტები:
1 ცალი კარტოფილი 1-2 ცალი ისპანახის ფოთოლი 30 გრ სტაფილო 1 თავი ხახვი კამა ოხრახუში 2 ს.კ. პასტა 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
გარეცხეთ, გათალეთ, კუბიკებად დაჭერით ბოსტნეული და მოხარშეთ. (სტაფილოს გული გამოაცალეთ და ისე დაჭერით). ხარშვისას დაამატეთ კამა, ხახვი, ოხრახუში. მოხარშული ბოსტნეული დააბლენდერეთ და მიღებული მასა გაათხელეთ თავისივე ნახარშით. სადილისთვის გამოიყენეთ 150 გრ. მასა.
წინასწარ მოხარშეთ პასტა, გადაწურეთ და დაამატეთ დაბლედერებულ მასას. კერძს დაამატეთ 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი.
ინგრედიენტები:
2 ს.კ. პასტა 40გ სტაფილოს მზა პიურე 50გ "პლასმონის" კურდღლის ან ქათმის ხორცის პიურე 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
4-5 წუთის განმავლობაში მოხარშეთ პლასმონის საბავშვო პასტა. გადაწურეთ. დაამატეთ "პლასმონის" სტაფილოს პიურე, კუდღლის ხორცის პიურე და 1ჩ.კ. ზეითუნის ზეთი.
ინგრედიენტები:
2 ს.კ. პასტა 80 გრ სტაფილო, ყაბაყის და კარტოფილი მზა პიურე 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი 20 გრ "პლასმონის" ყველი
მომზადების წესი:
მოხარშეთ პლასმონის საბავშვო პასტა 4-5 წუთი, გადაწურეთ. პასტას დაამატეთ "პლასმონის" სტაფილო, ყაბაყი და კარტოფილის პიურე. "პლასმონის" რბილი ყველი და 1ჩ.კ. ზეითუნის ზეთი.
ინგრედიენტები:
2 ს.კ. პასტა 50 გრ ავოკადო 20 გრ ყველი ლიმონის წვენი 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
დააბლენდერეთ ავოკადო, დამატეთ ლიმნის წვენი. 4-5 წუთი ხარშეთ საბავშვო პასტა. გადაწურეთ და დაამატეთ მომზადებული ავოკადოს მასა, 20გ ყველი და 1ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
ინგრედიენტები:
2/3 ს.კ. პასტა 50 გრ მდინარის თევზი 1 ცალი კარტოფილი 1 ცალი სტაფილო კამა 1 ცალი ხახვი 1 ჩ. კ. ზეითუნის ზეთი ან გამოიყენეთ "პლასმონის" მზა პიურე - ორაგული ბოსტნეულით 40გ
მომზადების წესი:
გარეცხეთ, გათალეთ, კუბიკებად დაჭერით ბოსტნეული და მოხარშეთ. ხარშვისას დაამატეთ კამა და ხახვი. ცალკე მოხარშეთ თევზი, გაასუფთავთ ფხებისგან და მოხარშულ ბოსტნეულთან ერთად დააბლენდერეთ. მიღებული მასა გაათხელეთ თავისივე ნახარშით. სადილისთვის გამოიყენეთ 150 გრ. მასა. წინასწარ მოხარშეთ პასტა, გადაწურეთ, დაამატეთ დაბლედერებულ მასას, და ბოლოს დაუმატეთ 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი.
ამ პროცედურის ნაცვლად, მოხარშულ პასტას შეგიძლიათ დაამატოთ "პლასმონის" მზა პიურე - ორაგული ბოსტნეული.
ინგრედიენტები:
2/3ს.კ. პასტა 60 გრ ბროკოლის მზა პიურე 20 გრ "პლასმონის" ყველი 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
4-5 წუთის განმავლობაში მოხარშეთ საბავშვო პასტა და გადაწურეთ. გადაწურულ პასტას დაამატეთ ბროკოლის პიურე, ყველი და 1ჩ.კ. ზეითუნის ზეთი.
ინგრედიენტები:
1 ცალი მწიფე პომიდორი 1 საშუალო ზომის ყვავილოვანი კომბოსტოს ყვავილედი 1 ცალი სატფილო 1 ცალი ხახვი 1 ძირი გარეცხილი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში 30 გრ "პლასმონის" ყველი 2/3 ს.კ. პასტა 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი
მომზადების წესი:
მოხარშეთ ყვავილოვანი კომბოსტო და სტაფილო. პომიდორს გადაავლეთ მდუღარე წყალი და გააცალეთ კანი, დაჭყლიტეთ. კარგად მოთუშეთ ხახვთან ერთად. დაამატეთ ოხრახუში. შეურიეთ მომზადებული დაჭრილი ყვავილოვანი კომბოსტო და სტაფილო. მოთუშული ბოსტნეული დააბლენდერეთ. მზა სოუსს დაუმატეთ 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი. მოხარშეთ საბავშვო პასტა, გადაწურეთ და მოასხით ბოსტნეულის სოუსი.