ფოტოგრაფი და ჟურნალისტი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ახალ ამბავს აქვეყნებს. სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ვარსკვლავ ანა ჩირაძეს და ცნობილ მზარეულს, "მასტერშეფის" ჟიურის წევრ კონსტანტინე თედელურის რომანი ქორწინებით დაგვირგვინდა:
"აი, ასე, უცებ, ჩიკამ (ანა ჩირაძე) და კოტე თედელურმა დაქორწინება გადაწყვიტეს და თელავში ხელი მოაწერეს. მეჯვარეები ქეთი დევდარიანი და ეკა ჩხეიძე იყვნენ.
ყველაფერი თვალის დახამხამებაში მოხდა.
ვულოცავ წყვილს."