12 წლის ბიჭს გუშინ პეკინის გამზირზე სამგზავრო ავტობუსი დაეჯახა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის გზაზე გადადიოდა. ბავშვი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს.
"შემოყვანისას პაციენტს აღენიშნებოდა ქალას ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა. მდგომარეობა სტაბილურია და განაგრძობს ჩვენთან მკურნალობას."- განგვიცხადეს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში.
გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით 6 თვიდან ორ წლამდე, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან სამ წლამდე საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.
თამარ იაკობაშვილი