ნათია ფანჯიკიძე: "ჩემი მოკრძალებული თხოვნა ბავშვთა ცენტრებს - დინამიკებს დაუწიეთ!"
ნათია ფანჯიკიძე: "ჩემი მოკრძალებული თხოვნა ბავშვთა ცენტრებს - დინამიკებს დაუწიეთ!"
ფსიქოლოგ ნათია ფანჯიკიძის პოსტს ფეისბუქზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თემას - გადაჭარბებულ ხმაურს და ბავშვებისთვის ხშირად სრულიად შეუფერებელ გარემოს ბავშვთა ცენტრებში, ჩვენც არაერთხელ შევეხეთ.

იხილეთ სტატია

altმოპარული საჩუქრები, ატირებული ბავშვები და უკმაყოფილო მშობლები - რა ხდება დაბადების დღის ცენტრებში


სამწუხაროდ, წლებთან ერთად ამ მხრივ ბევრი არაფერი იცვლება, როგორც ქალბატონი ნათიას პოსტიდან და მისი კომენტარებიდან ჩანს, უამრავი მშობელია შეწუხებული განუკითხაობით ბავშვთა ცენტრებში:

ნათია ფანჯიკიძე: "ჩემი მოკრძალებული თხოვნა ბავშვთა ცენტრებს, - დინამიკებს დაუწიეთ, თუ
ხალხი ხართ, ბავშვს ისე შეეშინდა, ხელიდან არ ჩამოვიდა მთელი თავისი დაბდღე, რამდენიმე შეშინებული ბავშვი დროზე ადრე წავიდა, უფროსებს კი "კაპლი" ჩამოვურიგე, რომ ახდილი თავის ქალა დახურვოდათ.
და საერთოდ, რა საინტერესო საკვლევია ეს აგრესიული ხმამაღალობა, თუნდაც რესტორნებში. თუ გიმღერეს, გვერდით მჯდომს რომ ხმა გასცე, ხმის იოგებს იწყვეტ და სამი ღამე აღარ გეძინება. ტერორია ერთგვარი. რისი სიმპტომია ეს ნეტავ? - შიში, რომ ადამიანებმა ურთიერთობა, ან საკუთარ ფიქრთან დარჩენა ვერ მოახერხონ, თუ უუფლებო საზოგადოებაში ხმის ძალად გაგონების აუცილებლობა, - მისმინეთ თქვენი.... არ ვიცი, სხვები რას ფიქრობენ, მაგრამ მე მგონია, რომ უკეთ მოგისმენთ, თავი თუ მხრებზე შეგვრჩა".

პოსტს ბევრი საზოგადოებისთვის ცნობილი თუ უცნობი ადამიანი გამოეხმაურა და ავტორს
დაეთანხმა. მაგალითად, ყოფილი პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას თქმით, თავადაც შეწუხებული ყოფილა ამ თემით:
მაკა ჩიჩუა: "მე თემო აღარ დამყავს ასეთი ტიპის “ზავედენიებში”... რჩევა აქვთ ასეთი - უნდა შეეჩვიოსო. ხომ ვერ მეტყვი რატომ? რატომ შევაჩვიო ისტერიკას?"

ბევრმა სხვა დედამაც გამოთქვა უკმაყოფილება. გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

  • ნეტა გაიგონ და მართლა დაუწიონ. ჩემი შვილი პირველად რო წავიყვანე დაბადების დღეზე, ისე ჩააბნელეს და ისეთი ხმამაღალი მუსიკის ფონზე შემოვარდა სპაიდერმენი, ბავშვი ვიღას ახსოვდა სად გავრბოდი მეც არ მახსოვს. წლები ეშინოდა ბავშვს დაბადების დღის ცენტრების და შესაბამისად აღარც დამყავდა არსად.
  • ზუსტად ქალბატონო ნათია, 3 წლისაა ბავშვი და ვერცერთ დაბადების დღეზე ვერ გავაჩერე და არც ვაძალებ, მე თვითონ არ მსიამოვნებს და ბავშვი რატომ უნდა დაისტრესოს. რამდენად კარგია ბავშვის ფსიკისთვის ასეთ გარემოში ყოფნა ესეც საინტერესოა.
  • დინამიკებს კიდევ რა უშავს, ამ პატარა ბავშვებს რომ ეუბნებიან გამრთობები "აბააა ვინაა ყველაზე ძლიერი? დაიყვირეთ ყველაზე ხმამაღლაააა" და ბავშვები, კისერზე ძარღვებდაბერილები, ცდილობენ რაც შეიძლება ხმამაღლა იყვირონ, რადგან გამოჩნდნენ სხვებზე ძლიერები. სამი ოთხი დღე მართლა ვერ მომყავდა ბავშვი გონზე, ხმაწართმეული,მაგრამ სამაგიეროდ "ყველაზე ძლიერი"...
  • სიამოვნებით ჩავატარებდი მონიტორინგს მაგ ცენტრებში, რეგულაციებს დავაწესებდი, როგორც პროგრამაზე ისე მუსიკაზე და პერსონალზე! არცერთი ფაქტორი არის გათვალისწინებული, რაც ბავშვის სიამოვნებას ჭირდება...
16547
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (9)
ლალი
0
ზოგადად,ხმაური ჩვენი ქართველი საზოგადოების დამახასიათებელი ნიშანია..."ბავშვი გაზარდე ხმაურში,მიეჩვიოს"..."ვხმაურობთ? მერე რა ,ჩვენ ხომ ვერთობით,აბა როგორ გავერთოთ?" "მუსიკას დაბალ ხმაზე როგორ მოუსმენ"?"ექსკურსიაზე ვართ,და დიდი ამბავი,თუ ვიხმაურეთ" და ა.შ ყველგან გვხდება ეს პრობლემა,ტრანსპორტში,საბავშვო ბაღებში,ცენტრებში,ქუჩებში...ვერ შეიგნო ხალხმა ,რომ ხმაური უკულტურობაა...ევროპელობაზე კი ვდებთ თავს...
17:53 / 21-10-2019
ნანა
0
ე. წ. მუსიკალური ხმაური დიდი პრობლემაა ქართულ სიმამდვილეში. თუ საზოგადოება გავერთიანდებით, შევაგროვებთ ხელმოწერებს, იქნებ პარლამენტში შევიდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომ დაწესდეს უფრო დაბალი ხმის ნორმები რესტორნებში.
15:05 / 17-10-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?