"ტიროდა, მიშველე, დედა, მკლავენ, წამიყვანეო..." - ვინ იყო ხაშურში გარდაცვლილი ორსული, რომელსაც 4 შვილი დარჩა - მშობლები

"ტიროდა, მიშველე, დედა, მკლავენ, წამიყვანეო..." - ვინ იყო ხაშურში გარდაცვლილი ორსული, რომელსაც 4 შვილი დარჩა

2019-10-16 07:02:53+04:00

შპს "ახა­ლი კლი­ნი­კის" დი­რექ­ტო­რი, კახა ხე­ლა­ძე ხა­შუ­რის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში დე­დი­სა და ჩვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის პირ­ვე­ლად მი­ზე­ზებს გან­მარ­ტავს. მისი თქმით, ამ ეტაპ­ზე მათი და­ღუპ­ვის მი­ზე­ზი მედ­პერ­სო­ნა­ლის მხრი­დან "მათი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბი­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ნა­წილ­ში გა­დაც­დო­მა იყო".

კახა ხე­ლა­ძის თქმით, ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით მოკ­ვლე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს რო­გორც კლი­ნი­კის შიდა სამ­სა­ხუ­რის მხრი­დან, ისე სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მხრი­დან, თუმ­ცა სა­ბო­ლოო დას­კვნამ­დე, იმ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს, ვინც აღ­ნი­შულ პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა დრო­ე­ბით შე­უ­წყდე­ბა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მედ­პერ­სო­ნალ­მა, რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბის დროს, იჩ­ქა­რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა.

"ხა­შუ­რის ჰოს­პი­ტა­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მო­ხა­ტავს ამ ტრა­გი­კუ­ლი ფაქ­ტის გამო. მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბო, რომ კლი­ნი­კის შიდა მოკ­ვლე­ვის სამ­სა­ხურ­მა და­ი­წყო ამ ფაქ­ტის გან­ხილ­ვა და ვა­დას­ტუ­რებ, რომ ამ ეტაპ­ზე, იკ­ვე­თე­ბა პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე პერ­სო­ნა­ლის გარ­კვე­უ­ლი გა­დაც­დო­მა. კლი­ნი­კას ლი­ცენ­ზი­ის შე­სა­ბა­მი­სად, მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს პირ­ვე­ლი დონე, რაც არ გუ­ლის­ხმობს ასე­თი რთუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მარ­თვას. კონ­კრე­ტუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბია შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, სად რო­გო­რი შემ­თხვე­ვა უნდა იმარ­თე­ბო­დეს. ზუს­ტად ამ კრი­ტე­რი­უ­მებს თუ გან­ვი­ხი­ლავთ, ვნა­ხავთ, რომ ასე­თი პა­ცი­ენ­ტი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და უფრო მა­ღა­ლი დო­ნის სამ­შო­ბი­ა­რო გა­დაგ­ზავ­ნას.

ვფიქ­რობთ, რომ ამ ეტაპ­ზე, პერ­სო­ნალ­მა ალ­ბათ, იჩ­ქა­რა რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას - ეს გარ­კვე­უ­ლი გა­დაც­დო­მე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა. სამ­წუ­ხა­როდ, მშო­ბი­ა­რო­ბის მარ­თვი­სას გა­მო­იკ­ვე­თა გარ­თუ­ლე­ბე­ბი და ამ გარ­თუ­ლე­ბებს მოჰ­ყვა უკვე რო­გორც დე­დის, ისე ნა­ყო­ფის და­ღუპ­ვა. გარ­და ჩვე­ნი შიდა მოკ­ვლე­ვის სამ­სა­ხუ­რი­სა, ამ ფაქტს სწავ­ლობს სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლი­რე­ბის სამ­სა­ხუ­რიც, რო­მელ­თა­ნაც ჩვენ აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შრომ­ლობთ და და­ვე­ლო­დე­ბით მათ სა­ბო­ლოო დას­კვნებ­საც, თუმ­ცა დას­კვნე­ბამ­დე უზ­რუნ­ველ­ვყოფთ, რომ აღ­ნიშ­ნულ პერ­სო­ნალს სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა დრო­ე­ბით შე­უ­ჩერ­დეთ. საქ­მი­ა­ნო­ბა შე­უ­ჩერ­დე­ბა უშუ­ა­ლოდ იმ ექიმს, რო­მელ­მაც პრო­ცეს­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მი­ი­ღო კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა.

განაგრძეთ კითხვა