"ნინის კითხვის საათი" ამ შაბათს მეორედ ჩატარდება და დიდი იმედი გვაქვს, ბევრი ოჯახისთვის კარგ ტრადიციად იქცევა შაბათი დღის სწორედ ასეთ, წიგნებისა და სასიამოვნო ამბების გარემოში გატარება. იქ, სადაც პატარა ბევრ საინტერესოს იგებს, კითხვის კულტურას ეჩვევა, ანალიზს სწავლობს, ცნობილ ადამიანებს ხვდება და დადებითი ემოციებით იმუხტება, მშობლებთან ერთად.
ამჯერად კითხვის საათზე ყველასთვის საყვარელი მსახიობი და ტელეწამყვანი, ორი შვილის დედა ლელა მებურიშვილი ელოდება ბავშვებს. ის პატარებს საბავშვო ზღაპრებს წაუკითხავს და მათ მიერ დასმულ შეკითხვებს გასცემს პასუხს.
როგორც ყოველთვის, ღონისძიებაზე მოსულ მონაწილეებს გადაეცემათ წიგნები და ფერად-ფერადი საჩუქრები.
შეხვედრა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ, 19 ოქტომბერს არის დანიშნული, 17:00 საათზე. დასწრების ღირებულება: 5 ლარია.
მისამართი: ბიბლუსი გალერეა, კანდელაკის 7
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ მონაწილეობის მისაღებად მალევე უნდა დარეგისტრირდეთ - იხილეთ ბმული