ბავშვი 10 წლის განმავლობაში ოთახში ჰყავდათ ჩაკეტილი და მამა მასზე გამუდმებით ძალადობდა - ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრა
ბავშვი 10 წლის განმავლობაში ოთახში ჰყავდათ ჩაკეტილი და მამა მასზე გამუდმებით ძალადობდა - ამბავი, რომელმაც მსოფლიო შეძრა
რა ხანია, ვთანხმდებით, რომ ბავშვებს ყურადღება და სიყვარული სჭირდებათ. ძალიან მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ მათ ფსიქიკას და სწორი მიმართულება მივცეთ... თუმცა სამწუხაროდ, ყველა ბავშვს როდი უმართლებს მშობლებსა და გარემოცვაში. მსოფლიოში უამრავი ბავშვი იტანჯება უფროსების უპასუხისმგებლო საქციელის, სისასტიკის, ტერორის და სხვადასხვა მიზეზის გამო. 

სუზან "ჯინი" ვაილი 10 წლის განმავლობაში მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს. რით "დაიმსახურა" გოგონამ მსგავსი სასჯელი და მოახერხა თუ არა ბოლოს სოციალიზაცია - ეს უმძიმესი ამბავია, რომელმაც უამრავი ადამიანი აალაპარაკა.

1970
წლის ნოემბერში ლოს-ანჯელესში სოციალური სამსახურის მუშაკებმა აღმოაჩინეს გოგონა, რომლის მსგავსიც პრაქტიკაში არ ენახათ. 13 წლის სუზან ვაილი ისე გამოიყურებოდა, როგორც ექვსი წლის გოგონა. გონებრივი განვითარებითაც ჩამორჩებოდა საკუთარ ასაკს. არ ლაპარაკობდა, დამოუკიდებლად ჭამა და ტუალეტით სარგებლობაც არ შეეძლო. მხოლოდ 27 კილოგრამს იწონიდა. სიარულიც უძნელდებოდა.

mshoblebi

სუზანი კლარკ და ირენ ვაილების მეოთხე შვილი იყო. 1957 წელს დაიბადა, თითქმის სრულიად ჯანმრთელი. მისი ერთადერთი პრობლემა ბარძაყის დისპლაზია იყო, რაც ექიმების თქმით, მომავალში სიარულში ხელს შეუშლიდა. თუმცა გოგონას ოჯახში ნამდვილად არ გაუმართლა. სუზანის დედა თითქმის სრულიად უსინათლო იყო და ქმარზე დამოკიდებული. მამა კი აგრესიული გახლდათ და ადვილად ღიზიანდებოდა. სახლში ტელევიზორსა და რადიოსაც კი ვერ რთავდნენ.

სუზანის ოჯახი ყველასგან იზოლირებულად
ცხოვრობდა. მისი მშობლები არსად მიდიოდნენ და არც არავის ესაუბრებოდნენ. კლარკი ხშირად სცემდა მეუღლეს, მას არც შვილები უნდოდა. თუმცა, საკუთარი გამოცდილებით იცოდა, რა ცუდი გრძნობაა, როცა მშობლები გტოვებენ - კლარკის დედა ბორდელში გაიქცა, ბავშვები კი თავშესაფარში ჩააბარეს.
კლარკსა და ირენს პირველი გოგონა ქორწინებიდან ხუთი წლის შემდეგ გაუჩნდათ და მხოლოდ 10 კვირა იცოცხლა. კლარკი ხმაურზე ძალიან ღიზიანდებოდა. ერთხელ, ტირილის დროს, ბავშვი ფარეხში ჩაიყვანა და მთელი ღამით იქ დატოვა. ახალშობილი გაცივდა და ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.

რამდენიმე წელიწადში მათ ოჯახში ბიჭი დაიბადა, თუმცა ისიც მალევე გარდაიცვალა. მესამე ბავშვს უფრო გაუმართლა - დაბადებიდან მალევე ბებიამ წაიყვანა და განათლება მიაღებინა. შემდეგ ქალი ავტოავარიაში მოყვა და ბიჭი იძულებული გახდა,  მშობლებთან დაბრუნებულიყო. საბედნიეროდ, ის გადარჩა.

მეოთხე შვილი კი სუზან ჯინი იყო.
დისპლაზიის გამო გოგონამ გვიან დაიწყო სიარული. მამა ყურადღებას არ აქცევდა და დედასაც აუკრძალა, რომ ზედმეტი დრო დაეთმო მისთვის. ჯინის ტყვეობა 2 წლის ასაკიდან დაიწყო. მამამისმა გადაყვიტა, რომ მისი არსებობა სხვებისთვის უნდა დაემალათ. იმისთვის, რომ გოგონას საფენები არ დასჭირვებოდა, ქოთანზე მოათავსა და ასე დატოვა მთელი დღე ოთახში. დედას კი მხოლოდ ერთხელ მისცა გამოკვების უფლება. ღამით საძილე ტომარაში სვამდნენ და ისე ტოვებდნენ.

სუზანის ოთახში მზე იშვიათად ანათებდა. იქ მხოლოდ ღამის ქოთანი, საწოლი, ფარდები ფანჯარაზე და კედელზე ჩამოკიდებული ორი საწვიმარი იყო. მამამისი იშვიათად იყო კარგ ხასიათზე და ამ დროს გოგონას უფლება ჰქონდა, საჭმლის კონტეინერებით ეთამაშა.

კლარკმა ვაჟს სუზანთან ურთიერთობა აუკრძალა. როგორც კი გოგონა ლაპარაკს იწყებდა, მაშინვე სცემდა. ამის შემდეგ, მას ხმა აღარ ამოუღია. შედეგად, ჯინმა ლაპარაკი არ იცოდა. კლარკმა მეუღლესაც აუკრძალა გოგონასთან ურთიერთობა. არც მეზობლებმა, არც ნათესავებმა, არავინ იცოდა, რომ მათ ოჯახში ორი შვილი იყო.
სუზანი სოციალურმა მუშაკებმა შემთხვევით მიაგნეს. ერთხელ, ირენმა მოიკრიბა ძალა და ქმრის დაუკითხავად სახლი დატოვა. თან გოგონაც წაიყვანა. დედასთან წავიდა და რამდენიმე კვირის შემდეგ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში მივიდა შემწეობის დანიშვნის მოთხოვნით. თუმცა, ცუდი მხედველობის გამო, სოციალური მომსახურების სააგენტოში შევიდა. თანამშრომლებმა გოგონა რომ დაინახეს, გაოცდნენ და მაშინვე პოლიციას გამოუძახეს.

mshoblebi

სუზანი საშინლად გამოიყურებოდა. 13 წლის ასაკში 27 კილოგრამს იწონიდა და ვერც ერთ სიტყვას ვერ ამბობდა. პოლიცია ვაილების სახლში მივიდა და კლარკსა და ირენს ბრალი წაუყენეს. ჯინი კი პირველად აღმოჩნდა საავადმყოფოში. ექიმებმა დაადგინეს, რომ ცუდი კვების გამო მისი კუნთები განუვითარებელი იყო და ვერ დადიოდა. ისინი ეჭვობდნენ, რომ მამამისი ფიზიკურის გარდა, სექსუალურ ძალადობასაც ახორციელებდა მასზე. გოგონას ინტელექტი ერთი წლის ბავშვისას უტოლდებოდა. ამის მიზეზი კი გარე სამყაროსგან მოწყვეტა და ურთიერთობების აკრძალვა იყო.

ჯინი სამეცნიერო საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა. ფსიქოლოგებს საშუალება მიეცათ, დაკვირვებოდნენ, რამხელა გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე გარემო. ექსპერტები იმედოვნებდნენ, რომ გოგონას საზოგადოებაში დააბრუნებდნენ. ყველაფერი კარგად დაიწყო. სუზანმა ისწავლა ტანსაცმლის ჩაცმა და ტუალეტით დამოუკიდებლად სარგებლობა. ისწავლა ასევე ფერები და ნივთების სახელები. ცოტა ხანში ცალკეულ ფრაზებსაც ამბობდა. თუმცა, ეს ძალიან დიდი პროგრესი იყო.

სუზანი ფსიქოლოგმა, ჯინ ბატლერმა იშვილა. მან ის ჯერ კიდევ საავადმყოფოში გაიცნო, მაგრამ მალევე გამომჟღავნდა, რომ ფსიქოლოგს ის საკუთარი კარიერული წინსვლისა და დაკვირვებისთვის სჭირდებოდა.

მეორე მინდობით ოჯახში გოგონამ ოთხი წელი გაატარა. აქ მან ისწავლა ხატვა და ბევრი ახალი რამ აღმოაჩინა. არავინ იცის, რამხელა წარმატებას მიაღწევდა, რომ ნამდვილ დედას მისი დაბრუნება არ მოენდომებინა. ირენმა გოგონა თავისთან წაიყვანა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ მისი მოვლა არ შეეძლო და ისევ სოციალურ მუშაკებს მიუყვანა. ამის შემდეგ სუზანმა 6 ოჯახი გამოიცვალა. თუმცა, ამ ოჯახებშიც ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. ერთხელ ისე სცემებს, ღებინება დაეწყო და მას შემდეგ პირის ღრუს აღარ ხსნიდა, არც ლაპარაკობდა, ფსიქოლოგებმაც გაწყვიტეს კონტაქტი.

...მოგვიანებით ის 2016 წელს ერთ-ერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოაჩინეს, თუმცა მისი ცხოვრების დეტალები ცნობილი არ არის. მამამისი სასამართლოს არ დალოდებია და საკუთარ სახლში მოიკლა თავი. თუმცა, ვერავინ ვერასდროს გაიგებს, რატომ გამოირჩეოდა ამხელა სისასტიკით და და რატომ მოექცა საკუთარ შვილებს ასე.

altგოგონა, რომელიც მამამ და დედინაცვალმა ცემით მოკლეს - ამ ამბავმა თავის დროზე მსოფლიო შეძრა


4677
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?