"ნიკამ ფეხი იღრძო და რაღაც პერიოდის განმავლობაში წოლითი რეჟიმი ჰქონდა, რასაც ვერ ეგუებოდა. სწორედ ამ პერიოდში ვნახეთ ინტერნეტით ვიდეო ორიგამის შესახებ..." - ამბობს ნიკა და ანა სალაღაიების დედა ჩვენთან საუბარში, რომლის თქმითაც, ბავშვები უკვე ერთი წელია ამ საქმით არიან დაინტერესებული და რამდენიმე დღის წინ, #64 საჯარო სკოლაში მათი გამოფენა გაიმართა.
V კლასის მოსწავლე ანა და II კლასის მოსწავლე ნიკა იაპონური ხელოვნებით იმდენად არიან გატაცებული, რომ გამოფენაზე რამდენიმე ათეული ორიგამი წარმოადგინეს. ორიგამი ქაღალდისაგან სხვადასხვა ფიგურების კეთების ტრადიციული, იაპონური ხელოვნებაა, რომლის მიხევდითაც ფიგურები გეომეტრიული ნაკეცების, ძირითადად, წებოს და ქაღალდის გაჭრის გარეშე, მხოლოდ ერთი ფურცლის გამოყენებით იქმნება.
ორიგამის კლასიკური მოდელი, იაპონური წერო-ცურუ ბედნიერების და დღეგრძელობის სიმბოლოდაა აღიარებული. ანა და ნიკა ამაყობენ რომ მათ კოლექციაში არაერთი ფორმისა და ზომის ცურუა. ქართველი ბავშვების ნამუშევრებით იაპონიის საელჩო დაინტერესდა და ორგამის პატარა ოსტატები, საელჩოს მიერ მოწყობილ გამოფენაში მიიწვია.
ევგენია სუმაროკოვა-სალაღაია - ანას და ნიკას დედა:
- უკვე 1 წელია, რაც ბავშვები ორეგანის კეთებით დაინტერესდნენ. შეიძლება ითქვას, ზოგი მარგებელია დაგვემართა, - რომ არაა ნატკენი ფეხი, ნიკა ამ საქმეს ხელს არასდროს მოჰკიდებდა. მანამდეც იტაცებდა ხატვა, ლეგოს აწყობა, კუბებით შენება და ორეგამიმაც დააინტერესა. მერე თადანთან ანაც დაინტერესდა რაღაც ფიგურების შექმნით. საქმეს ნელ-ნელა ართულებდნენ და მათი ნამუშევრებიც დღითიდღე უფრო საინტერესო და სრულყოფილ სახეს იღებდა.
ძალიან მიხარია, რომ სკოლა ასეთ აქტივობებს აწყობს, ამით ბავშვებს ინტერესის სფერო უფართოვდებათ და მოტივაცია ეზრდებათ. კიდევ ერთი, რაც ჩემთვის როგორც მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ წამოწყებით ბავშვებს ალტერნატივა შევთავაზეთ, ისინი ვირტუალური რეალობისგან ჩამოგვეცილებინა, - კომპიუტერულ თამაშებს ვგილისხმობ. იციან რითი შეიძლება დრო მხიარულად, ნაყოფიერად და სასიამოვნოდ გაატარონ.
ანა სალაღაია: - გამოფენაზე პირველად ჩემი და ნიკას კლასელები მოვიდნე. შემდეგ უფროსკლასელებიც დაინტერესდნენ. ერთობლივი ფოტოები გადავიღეთ. ისინი კითხვებს გვისვამდნენ, ზოგმა გვთხოვა - მასწავლეთ როგორ აკეთებთო... ჩვენ ძალიან გვიყვარს ცხოველები და ამიტომ, ძირითადად ცხოველების ფიგურებს ვაწყობთ. ლაშქრობებიც გვიყვარს. დედ-მამასთან ერთად ხანდახან სოკოს საკრეფადაც დავდივართ. როდესაც გავიზრდები, ჯერ არ ვიცი რა პროფესიას ავირჩევ, მაგრამ ისეთ სამსახური მინდა, ბევრი რომ ვიმოგზაურო. პირველ რიგში იაპონიაში წავალ, ორიგამის სამშობლოში.
ნიკა სალაღაია: - კიდევ ავაწყობ ახალ ფიგურებს. თუ ასე გავაგრძელებ, ნამდვილი ორიგანოს ოსტატი გავხდები და ყველანაირი ცხოველის გაკეთებას შევძლებ; დიდი რომ გავიზრდები, ცხოველების ექიმი გამოვალ და მათზე ვიზრუნებ. სკოლაში ყველაზე მეტად ბუნებისა და ხატვის გაკვეთილები მომწონს. ვოცნებობ, მეორე კლასის შემდეგ პირდაპირ მეთორმეტეში გადავიდე...
ლალი პაპასკირი