საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მრავალრიცხოვანი ოჯახის შესახებ მედიაში ხშირად იწერება და საზოგადოება კარგად იცნობს ექსპრეზიდენტის შვილებსა და შვილიშვილებს.
მაგალითად სოფიკო შევარდნაძე, რომელიც ჟურნალისტია და წლებია მოსკოვში მოღვაწეობს, ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში.
ასევე, წლების წინ ბევრი იწერებოდა მის ძმაზე, ლაშა შევარდნაძეზე, რომელიც პიანისტ თათია შარანგიაზე იყო დაქორწინებული და წყვილს ორი შვილის შეძენის შემდეგ დაშორდა.
საზოგადოებას წარუდგინა და გააცნო სოფომ თავისი უმცროსი და ნანული შევარდნაძე, რომელიც პარიზში ცხოვრობს და სწავლობს.
ამჯერად შევარდნაძის პირველ შვილიშვილს თამუნა მოსაშვილი-შევარდნაძეს წარმოგიდგენთ, რომელიც ერთადერთხელ გამოჩნდა ტელევიზიით, ეკა ხოფერიას გადაცემაში, სადაც დედამისი მანანა შევარდნაძე პირად ცხოვრებაზე გულახდილად საუბრობდა.
თამუნა მანანა შევარდნაძის ერთადერთი შვილია. პრეზიდენტის ქალიშვილს ის პირველი ქორწინებიდან ჰყავს. მოგეხსენებათ, მანანა შევარდნაძე მეორე ქორწინებაშია გია ჯოხთაბერიძესთან. განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები
სოფო შევარდნაძემ უმცროსი დის - ნანული შევარდნაძის სიმღერის ვიდეო გამოაქვეყნა
სოფო შევარდნაძის მამის გრანდიოზული დაბადების დღე და ამღერებულ-აცეკვებული შევარდნაძეები [VIDEO]