"ბავშვი არ შეიძლება გამოპრანჭოს და "გაასექსუალუროს" მშობელმა, ეს კარგი მასალაა ცუდად დაინტერესებული ადამიანებისთვის" - მაია ცირამუა მშობლებს მიმართავს
"ბავშვი არ შეიძლება გამოპრანჭოს და "გაასექსუალუროს" მშობელმა, ეს კარგი მასალაა ცუდად დაინტერესებული ადამიანებისთვის" - მაია ცირამუა მშობლებს მიმართავს
ბავშვების ფოტოები სოციალურ ქსელში მუდმივად არის კამათის საგანი. საქმე მხოლოდ ის არაა, თავად ბავშვები რომ ასაჯაროვებენ ფოტოებსა და პირად ინფორმაციას, ხშირად დედები უფრო უწყობენ ხელს ბავშვის იმგვარად წარმოჩენას სოციალურ ქსელში, რომ შემდეგ ეს ფოტოები შესაძლოა ძალიან ცუდ ხელში აღმოჩნდეს. 

დედებს ძალიან უყვართ საკუთარი გოგონების გალამაზება, მოდურად ჩაცმა და მაკიაჟის გაკეთება, თუმცა სოციალურ ქსელში გამოპრანჭული ბავშვების ფოტოებისა და ვიდეოების დადება გარკვეულ რისკს შეიცავს და შესაძლოა ცუდად გამოიყენონ ბოროტმოქმედებმა. სწორედ ამ ფაქტს
ეხმაურება ფსიქოლოგი, მაია ცირამუა და საკუთარ გვერდზე წერს:

"ბავშვი არ არის ინსტრუმენტი, თოჯინა, სათამაშო... ბავშვი არ შეიძლება გამოპრანჭოს მშობელმა, გაუკეთოს მაკიაჟი, რაც ყველაზე შემზარავია "გაასექსუალუროს" და მერე ფბ-ზე გამოჭიმოს მისი ვიდეო, რომელსაც 150 000 ზე მეტი ნახვა აქვს - ანუ კარგი მასალაა ცუდად დაინტერესებული ადამიანებისთვის. ბავშვის ასეთ საფრთხეში ჩაგდება არ შეიძლება, სულ რომ გალიაში გამოკეტოთ და დაცული გყავდეთ - აზიანებთ, სერიზოულად აზიანებთ მის ფსიქიკას და ამას გარდა ნორმად აქცევთ ბავშვის სექსუალიზაციას. ასეთ მშობელს სოციალურმა სამსახურმა უნდა გააგებინოს საკუთარი ფუნქცია, სულ რომ მდიდარი და გავლენიანი იყოს, სოციალურ სამსახურს აქვს უფლებამოსილება ეს გააკეთოს, რადგან ბავშვის ინტერესი არის უპირატესი.
P.S. არ მკითხოთ, რა მოხდა, მაშინ მომიწევს
ლინკების მოცემა და გავრცელება იმისი, რაც პირიქით უნდა შეიზღუდოს ამ სივრცეში. რაც მოხდა, მიწერია ისედაც."

alt6 წლის სილამაზის დედოფლის მკვლელობა – საქმე, რომლის გახსნას 20 წელიც ვერ ეყო

altბავშვის ფოტოს გამოქვეყნება სოციალურ ქსელში დედისთვის ნამდვილ სკანდალად იქცა. ასეთი რამის მოსმენა შვილის შესახებ არ ელოდა!


altამ 3 წლის გოგონამ უკვე 20 სილამაზის კონკურსში მოასწრო გამოსვლა

altჰიპერმზრუნველობა და კონკურსებით გატაცება - თანამედროვე აღზრდის 5 საშიში ტენდენცია

alt”ამღერეთ ბავშვებს ბავშვური სიმღერები და შეეშვით დაუსრულებელ კონკურსებსა და შოუებს!” - ცნობილი ექიმის მოწოდება მშობლებს



650
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
nona
3
ბავშვი კი არა ქალი გძულთ ქართველებს მოვლილი და გაპრანჭული ორსულსაც არ დაინდობთ
15:34 / 17-10-2019
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?